სხვა გაინტერესებთ,თუ როგორ აზროვნებთ ? 2014, 24 თებერვალი, 15:28 - - ამ სტატიაში შემოგთავაზებთ საინტერესო ინფორმაციას თქვენი აზროვნების შესახებ.-ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო, როდესაც პირველმა ფილოსოფოსმა, თალესმა დასვა შეკითხვა-''რა არის სამყაროს არხე?'', ანუ საწყისი? ეს ოფიციალური ინფორმაციის თამახმად, თორემ ადამიანმა აზროვნებაგაჩენისთანავე დაიწყო.მაშასადამე, ამ სტატიის ძირითადი განხილვის თემაა ლოგიკა, რადგან ადამიანი ლოგიკურად მოაზროვნე არსებაა, ლოგიკა კი სწორად აწროვნების მეთოდია, რომელსაც ჭეშმარიტებამდე მივყავართ.ლოგოკის მეცნიერების დამფუძნებელია კაცი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, მისი სახელია არისტოტელე.მან თავის ნაშრომებში, უპირატესად კი ''ორგანონში'' და ''მეტაფიზიკაში'' ჩამოაყალიბა აზროვნების კანონები, აღწერა უმთავრესი ლოგიკური ოპერეციები და გამოიკვლია დედუქციური დასკვნის ბუნება.მის მიერ შექმნილ ლოგიკას ფორმალურ ლოგიკას უწოდებენ.ადამიანი შემეცნების ემპირიული უნარებით, უშუალოდ საგნისაგან იღებს ცოდნას ამ საგნის შესახებ.მაგრამ არისტოტელემ აღმოაჩინა, რომ ცოდნას აქვს უნარი თვითონ წარმოშვას ახალი ცოდნა.არისტოტელე შეეცადა სოკრატული ''მაიევტიკა'', - აზრის დაბადება წარმოედგინა, როგორც პროცესი და ნაბიჯ-ნაბიჯ აღეწერა იგი.მაშინ, როგორ უნდა დავადგინოთ აზრის ჭეშმარიტება? - აღმოჩნდა, რომ აზრზს აზახიათებს როგორც შინაარსი, ასევე ფორმა.აზრების ერთმანეთთან დაკავშირება გარკვეულ წესებს ემორჩილება.თუ ადამიანს ჭეშმარიტების მიღწევა სურს, მას არ შეუძლია თვითნებურად წარმართოს აზროვნების პროცესი.აზროვნების ჭეშმარიტება შეიძლება დადგინდეს არა მარტო შინაარსით, არამედ აზროვნების ფორმითაც.ადამიანის აზროვნების ფორმის კვლევით დაკავებულია ლოგიკა.იგი იკვლევს აზროვნების იმ კანონებს, ფორმებს, ხერხებსა და წესებს, რომელთა მეშვეობით ადამიანი განახორციელებს აზროვნებას სინამდვილეზე.აზროვნება, როგორც ადამიანური შემეცნების თეორიული და აბსტრაქტული ფორმა, სიმანდვილის შემეცნებას განახორციელებს გაშუალებული და განხოგადებული წესით.აზროვნება ახდენს აბსტრაგირებას ერთეულის და ემპირიულისაგან და საგნებში გამოყოფს საერთოს, განმეორებადსა და არსებითს. 110 4-ს მოსწონს
|