x
image
ვიზა კოხაძე
ინდოეთში ოთხფეხა ანომალიურ შინაურ პირუტყვს, რომელსაც ხუთი კიდური აქვს, ინდურ ღვთაებად თვლიან
imageწმინდა ძროხა! ასე უწოდებენ ინდოეთში შინაურ ცხოველს, რომელსაც ანომალია აქვს და ნაცვლად ოთხი კიდურისა, მას ხუთი ფეხი აქვს.

ოთხი წლის ცხოველი უცნაური ზედმეტი კიდურით გამოირჩევა, რომელიც კისერზე აქვს გამობმული. ბევრი ინდოელი თვლის, რომ ოჯახს, სადაც ეს ანომალიური ცხოველი გაჩნდა, ძალიან გაუმართლა იმიტომ, რომ ეს არის გამოვლინება Hindu

ღვთაებისა. გარდა ამისა, მათივე მტკიცებით ხუთფეხა ძროხა მათი წარმატების საწინდარია.

მეპატრონე 35 წლის ლაქსმან ბოშალე აღნიშნავს, რომ


- " Корова наша священное животное" . ჩვენ მას დედას ვუწოდებთ და ღმერთმა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ვცეთ პატივი ცხოველებს და შევეცდები მის კურთხევას" - ამბობს ბატონი ლაქსმანი.

მან შინაურ პირუტყვთან ერთად მოიარა 6 სახელმწიფო და ინდოეთის ყველაზე დიდი 15 ქალაქი, რადგან - "დიდია სურვილი ადამიანებისა,

შეეხონ მეხუთე ფეხს", - აცხადებს მეპატრონე. მან მოიარა ქალაქები: მახარაშტრა, გუჯარატი, ხარიანა, უტარ - პრადეში და ამჟამად გაჩერდა ახალ დელიში, ინდოეთის დედაქალაქში, რის შესახებაც აცხადებს, რომ ეს არის დროებითი გაჩერება, რადგან ადამიანების უწყვეტი ნაკადი მოდის ძროხის სანახავად, ზოგიერთი შემოწირულობებსაც კი ტოვებს.ზოგიერთ პატარძალსაც სურვილი გაუჩნდა საქორწილოდ ტრანსპორტირება "ღვთაებრივი ძროხით" მოახდინონ, რადგან მას მათივე ვერსიის თანახმად სურვილების ასრულება შეუძლია.imageimageimageimageimage

როგორც ბატონი ლაქსმანი აცხადებს, მისი ერთადერთი სურვილია ყველა ადამიანმა მიიღოს კურთხევა დედა ძროხისგან და მისი მეხუთე ფეხისგან: - " მე მინდა კაცობრიობამ ისარგებლოს ძროხის კურთხევით" - აცხადებს ბატონი ლაქსმანი.

0
54
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0