სხვა კოკერ-სპანიელი,რომელიც ფულზე მათხოვრობს და შემდეგ მაღაზიაში პროდუქტს ყიდულობს 2014, 24 თებერვალი, 10:52
თუ გამვლელი მას აძლევს ფულს, იგი კბილებში იდებს ბანკნოტს და გარბის უახლოეს მაღაზიაში მისთვის საყვარელი სოსისის ან ქათმის ფრთების შესაძენად. როგორც მაღაზიის მეპატრონე ქალბატონი ვონგი აცხადებს, ბოლო 5-6 წელიწადია 8 წლის ძაღლი თვითონ ყიდულობს პროდუქტს მაღაზიაში."მე ზუსტად არ მახსოვს ის დღე, როდესაც მან პირველად შეიძინა პროდუქტი, თუმცა ის შემიძლია გითხრათ, რომ იგი ძალზე ჭკვიანია, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მისი გაბრიყვებაც შეუძლებელია, ბობი არა მარტო ბრწყინვალედ არჩევს ბანკნოტს ჩვეულებრივი ქაღალდისგან, არამედ თუ მცირე და დიდი ნომინალის ფულს დაუდებთ, იგი ეჭვგარეშე დიდს აირჩევს." 238 5-ს მოსწონს
|