x
image
t.x.
როგორ "აწაპნა" რუსეთმა კორეას ოქროს მედალი. ვნებათაღელვა არ ცხრება
imageსოჭის ოლიმპიადაზე 20 თებერვალს გაიმართა ასპარეზობა ფიგურულ სრიალში ქალთა შორის. ასპარეზობა დამთავრდა, მედლებიც დარიგდა, მაგრამ ვნებათაღელვა ამ ფაქტის გამო მაინც არ წყდება. ოქროს მედალი და პირველი ადგილი რუს 17 წლის სპორტსმენს ადელინა სოტნიკოვას ერგო. მეორე ადგილზე კორეელი იუ ნა კიმი გავიდა. მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კორეელის გამოსვლა გაცილებით უკეთესი იყო. იუ ნა კიმმა შესაბამისად ვერცხლის მედალი მიიღო, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ ოქროს მედალი სწორედ იუს უნდა შეხვედროდა.image

უცხოური პრესა მსაჯების გადაწყვეტილებას სკანდალურს უწოდებს და აღნიშნავს: "ოლიმპიადის დაწყების დღიდან რუსებისთვის ქულები მომატებული იყო. ლიპნიცკის, ტრანკოვის, ვოლოსაჟარის, პლიუშენკოს და სხვათა შეცდომები არ ისჯებოდა, თუმცა ამ ბოლო მომენტამდე დამსახურებული იმარჯვებდა".

ფრანგული პრესა წერს: "მსაჯებმა სოტნიკოვას გადასცეს პირველი ოქროს მედალი რუსეთის ქალთა ფიგურულ სრიალში, მას ეს არ დაუმსახურებია. ეს სკანდალია".image

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს: "თავისუფალი პროგრამის დაწყებამდე სამხრეთ კორეისა და ამერიკის მსაჯები რუსი და უკრაინელი მსაჯებით შეცვალეს. რუსი ალა შეხცოვა ფიგურული სრიალის ფედერაციის გენერალური დირექტორის ცოლია, ხოლო უკრაინელი მსაჯი ბალკოვი, 1998 წლის ოლიმპიადაზე მსაჯებზე ზეგავლენის მოხდენის გამო დისკვალფიკაციით დაისაჯა". (ქვემოთ იუ ნა კიმი).imageimage


ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კატარინა ვიტი აცხადებს: "შოკირებული ვარ ამ შედეგით, არ მესმის ქულებს როგორ ითვლიდნენ. რატომაა სოტნიკოვა პირველი და კიმი მეორე?"

ამერიკულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომელსაც 1 250 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი . ისინი შედეგების გამოძიებას მოითხოვენ.

ოლიმპიური კომიტეტის დირექტორის მარკ ადამსის თქმით კი თუ განცხადება ოფიციალური დელეგაციებისგან არ შევა, ისე გამოძიებას არ აპირებენ.image



1
89
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
89
  
0 1 1