x
თემი როგორც სოციალური ფენომენი
თემი ეს არის გეოგრაფიული, სოციალური, ეთნიკური, პროფესიული და პოლიტიკური ძალაუფლების ნიშნით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა. თემში გაერთიანებულ ადამიანებს აქვთ საერთო ღირებულებები, პრიორიტეტები, სოციალური პირობები. ეს მახასიათებლები განაპირობებს ადამიანის თემისადმი მიკუთვნებულობას და უზრუნველყოფს თემში შემავალი წევრებისათვის ჯგუფური ცნობიერების ჩამოყალიბებას. თემი საერთო კეთილდღეობის მიზნით აერთიანებს ადამიანებს და ისინი კოლექტიურ საქმიანობას ეწევიან. შესაძლებელია ადამიანი ერთზე მეტი თემის წევრი იყოს.

თემები განსხვავდება თავისი დანიშნულების, ჩამოყალიბების, გეოგრაფიული საზღვრების, შემადგენლობის თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით. შეიძლება თემები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან რესურსების ქონით და იმის მიხედვით თუ რამდენად შეუძლიათ დაჯგუფებაში შემავალი ინდივიდების საჭიროებების უზრუნველყოფა. რესურსები ორი ტიპის არსებობს: ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური რესურსები არის ინსტიტუტები და სხვადასხვა ტიპის მომსახურება, რომლებიც თემის ინფრასტრუქტურას ქმნიან. ეს ეხება ეკონომიკურ მხარეს და ამგვარი პრობლემების მომსახურებას. რესურსების არაფორმალური მხარე გულისხმობს ძირითადად სოციალურ კავშირებს. რომელიც, თემის წევრებისათვის სოციალური და ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებას გულისხმობს.

თემები განსხვავდებიან საზღვრების ნაირგვარობითაც. ისეთი თემები რომელთა საზღვრები მოუქნელია გამოირჩევა ტრადიციული ღირებულებებისა და დადგენილი ნორმების მტკიცე დაცვით. ხოლო ისეთი თემები, რომელთა საზღვრები შედარებით მოქნილია, გამოირჩევიან აქტიური და პოზიტიური კავშირებით სხვა თემის წევრებთან.

თემს ბევრი ფუნქცია გააჩნია. თემის ფუნქციებში შედის: პროდუქციის წარმოება და მისი დისტრიბუცია და მოხმარება, ეს რაც ეხება ეკონომიკურ მხარეს. სოციალურ მხარეში მოიაზრება თემის წევრების სოციალიზაცია, სოციალური კონტროლი, სოციალური მონაწილეობა.


ამ ფუნქციებს თემში შემავალი სხვადასხვა ინსტიტუტები ასრულებენ: სკოლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები, სოც. მომსახურების სააგენტოები, საავადმყოფოები, პოლიცია, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

სოციალური კონტროლი სხვადასხვაგვარად ხდება თემში. ისეთ თემში სადაც სურთ შეინარჩუნონ თვითმყოფადობა და ძველი ტრადიციები, მაშინ ხდება სოციალური მექანიზმების გაძლიერება. საპირისპირო შემთხვევაში პირიქით.

თემის გაძლიერება და განვითარება ხდება თემის წევრთა მოწადინებით და მათი მცდელობებით. მოიცავს ასევე მოტივირების გაზრდას, ადგილობრივი ლიდერობისა და სხვა ინსტიტუტების განვითარებას, რაც ხელს უწყობს თემის გაძლიერება/განვითარებას.

თემის ყოველ წევრს თემთან მიკუთვნებულობის გრძნობა და საერთო თვითშეგნება გააჩნიათ.

ძირითადად თემები, ორი ნიშნით განსხვავდებიან. არსებობს ტერიტორიული თემები, რომლებიც გეოგრაფიული ნიშნით არიან გაერთიანებულნი. (სამეზობლო, რაიონი, უბანი და სხვა.). კუთვნილებითი ნიშნით განსხვავებული თემები, სადაც უმთავრესია რაიმე ნიშნით ადამიანის მიკუთვნება . (სოც. მუშაკების ასოციაცია, რელიგიური ორგანიზაცია, მწერალთა ორგანიზაცია).

თემთან მუშაობის დროს სოციალურ მუშაკს სხვადასხვა როლები და ფუნქციები აკისრია. თემთან მუშაობისას, ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სათემო მობილიზაცია. ამ დროს, სოც. მუშაკი ეხმარება ადგილობრივ თემს შეაფასოს საკუთარი რესურსები, დასახოს სამოქმედო გეგმა და ძალისხმევა მიმართოს თემისათვის აუცილებელი პრობლემების მოგვარებისაკენ. სათემო მობილიზაცია ხუთი ეტაპისაგან შედგება. ამ ეტაპების დროს, ხდება სათემო მობილიზაციის დაგეგმვა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კოალიციის შექმნა, მოქმედება და ბოლოს, მონიტორინგი და შეფასება. თითოეული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიზანი მიიღწევა და თემის მობილიზაციიის პროცესი შედეგიანად მთავრდება.

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0