x
თბილისის არქიტექტურული დაგეგმარება

თბილისისთვის დამახასიათებელია საცხოვრებელი სახლების სამი ტიპი. ესენია: კერძო, შერეული(თბილისური ეზო) და მაღალსართულიანი სახლები, იგივე კორპუსები. თითოეულ მათგანში ეზოების, ღია სივრცეების და მწვანე ზონების განლაგება განსხვავებულია და ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. მათ სჭირდებათ მეტი გამწვანებული სივრცეები (სკვერები, პარკები, ტყე-პარკები), რეკრეაციული ზონები (სათამაშო სტადიონები) და პარკინგის მოწესრიგებული სისტემა. რადგან, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის ტროტურებზე გაჩერებული ავტომობილები, რომლებიც ასევე აბრკოლებენ ქვეითად მოსიარულეებს. ასევე აღსანიშნავია, ქალაქში საკუთარი სახლების გარშემო არსებული მოუწესრიგებელი ტერიტორიები. აქ იგულისხმება დაბინძურებული გარემო. მაღალსართულიან სახლებში კი, უსუფთაო და დაბნელებული სადარბაზოები, გაუმართაბი ლიფტები და დაუცველი შესასვლელები. ყოველივე ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს კრიმინალის ზრდას. თბილისში არსებულ დაგეგმარებას შეესაბამება "ბროუქენ ვინდოუსის" თეორია. სწორედ, უბანში არსებული უწესრიგობა და ქუჩების "უპატრონოდ მიტოვება", უბნის მაცხოვრებლებში წარმოქმნის დაუცველობის გრძნობას და ხელს უწყობს დამნაშავეობის ზრდას.

დღეს თბილისში არსებული დაგეგმარებიდან გამოვიკვლიე ქალაქის პრესტიჟული უბანის, საბურთალოს ქუჩის ახალმშენებარე უბანი და დავინახე ის პრობლემები, რომლებიც ამ ტერიტორიის დაგეგმარებაშია დაშვებული. ასევე, წინასწარ განვსაზღვრე ის მოსალოდნელი პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია ამ ქუჩის მაცხოვრებლებს შეექმნათ ახლო მომავალში.

საცხოვრებელი ადგილის დაგეგმარება შემოიფარგლება მაღალსართულიანი, კერძოდ16 სართულიანი კორპუსებით. ეს კორპუსები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდაა განლაგებული. მათ შორის ღია სივრცე თითქმის არ არსებობს. აქ კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება, კერძოდ ეზოს სიმცირე. თუ გავითვალისწინებთ კორპუსების სიმაღლესა და მათ მჭიდრო განლაგებას ერთმანეთთან, დავასკვნით, რომ უბნის მაცხოვრებლებს აქ ეზოს პრობლემა შეექმნებათ. რადგან, საცხოვრებელი სახლების წინ გამოყოფილი ტერიტორია ვერ დააკმაყოფილებს მოსახლეების მოთხოვნებს. მოთხოვნებში იგულისხმება: გამწვანებული ტერიტორია, სკვერები, სათამაშო მოედნები და სხვა დასასვენებელი ადგილები. ამასთანავე, ტერიტორიის სიმცირის გამო, ვაწყდებით პარკინგის პრობლემას. რომელიც, მთელი ქალაქის პრობლემაა და ამ უბანშიც მოსალოდნელია. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი მშენებარეა და ჯერ ნახევარი მოსახლეობა არ ცხოვრობს, უკვე მისი ტერიტორია ავტომანქანების სადგომადაა ქცეული.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა, შესაძლებელია, აქ მაცხოვრებელი ადამიანების კონფლიქტისა და აგრესიის საგანი გახდეს. რადგან, უბანში ასებული არასაკმარისი ტერიტორია, საშუალებას არ მისცემს მაცხოვრებლებს თავისუფალი დრო სკვერში გაატარონ, დაისვენონ ან, თუნდაც მანქანა დააყენონ. ამიტომაც, მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისი უბნები რომ იქნას შექმნილი, საჭიროა გათვალისწინებული იყოს მაცხოვრებლების აზრი უბნის დაგეგმარებაში. ასე რომ, ქალაქის დაგეგმარებისას და შენობების აგებისას დაცული უნდა იყოს გამწვანებული და დასასვენებელი ადგილების პროპორციები ადამიანური მასშტაბებისა და ეკოლოგიური პირობების სასარგებლოდ.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0