x
ქალაქის დაგეგმარების იდეალური ტიპი
არსებობს ქალაქის დაგეგმარების "იდეალური" ტიპი, რომლის მიხედვითაც ახალი ქალაქები შეიქმნა. უფრო ნათელი რომ გახდეს ქალაქის ამგვარი დაგეგმარება, განვიხილავ ერთ-ერთ ქალაქს და ვნახავთ ამართლებს თუ არა ასეთი გეგმა.

ფრანგმა არქიტექტორმა ლე კორბუზიემ შეიმუშავა ქალაქის ახლებური მოდელები და მას სწამდა, რომ მისი გეგმის მიხედვით გაშენებული ქალაქები გააუმჯობესებდა ქალაქური ცხოვრების დონეს. მან, თავის ურბანულ კონცეფციაში შემოგვთავაზა ცათამბჯენებისა და გიგანტური ღია სივრცეების კომპოზიციები. სწორედ ასეთი მოდელით აშენდა ბრაზილიის დედაქალაქი ბრაზილია, ოსკარ ნიმეიერისა და ლუსიო კოსტას პროექტით 60-ან წლებში. როგორც სურათზე ჩანს, (სურ. N1) ქალაქს აქვს თვითმფრინავის ფორმა და აგებულია შემდეგი კონცფციით: "ფიუზელაჟის" ცენტრს იკავებს სამი ხელისუფლების მოედანი. "ფრთებს" საცხოვრებელი რაიონები. ყოველ მათგანს აქვს თავისი სავაჭრო ქუჩა, ავტოსადგური, სკოლა, ეკლესია. ქალაქის ერთ-ერთი არქიტექტურული თავისებურება ის არის, რომ, მთავარი მაგისტრალი დაყოფილია ორ დამოუკიდებელ ნაკადად-მანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის. ოთხხაზიანი მაგისტრალები და მრავალსართულიანი გასასვლელები ისეა დაპროექტებული, რომ გზაჯვარედინი არც კი არსებობს. "საცხოვრებელ" ნაწილში მანქანების მოძრაობა ფაქტოვრივად არც არის და აქ, შესაბამისად გასაოცარი სიმშვიდე და სუფთა ჰაერია.

ამ ერთი შეხედვით, იდეალურმა პროექტმა გამოიწვია "ქუჩის სიკვდილი", რადგან გაქრა უბნისა და სამეზობლოს ცნება. ადამიანი-გარემოს ინტერაქცია, უმეტესად სამანქანო ესტაკადებზე მოძრაობით შემოიფარგლა. შედეგად, იმატა დანაშაულმა და ვანდალიზმება ცარიელ და აუთვისებელ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, კორბუზიეს რწმენა, რომ დიზაინის, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ასეთ ჩარევს შეეძლო სოციალური პროცესები სასიკეთოდ მიემართა პრაქტიკაში არ გამართლდა. ამით შეგვიძლია დავასკვნათ რომ, ქალაქის იდეალური ტიპი არ არსებობს, რადგან, ის მრავალი ფაქტორის გავლენით ინდივიდუალურად ყალიბდება.


(სურ. N 1 ბრაზილიის ქალაქის გეგმა)


სურ. N1 ბრაზილიის ქალაქის გეგმა

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0