x
საბჭოთა რეპრესიები
საბჭოთა პერიოდში ბევრი ქართველი გახდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი და უმძიმესი, ჯოჯოხეთური წლების გავლა მოუხდა. სამწუხაროდ, ბევრი უმოწყალოდ დახვრიტეს და ოჯახებს მათი ცხედრებიც არ ღირსებიათ. დღემდე ყველა ქართველს უმძიმს იმ ავადსახსენებელი წლების გახსენება.

საბჭოთა რეპრესიები 1936 წელს დაიწყო. 1936-38 წლების რეპრესიებს საფუძველი 1934 წელს ჩაეყარა, როდესაც ლენინგრადის პარტორგანიზაციის ხელმძღვანელი, ძველი ბოლშევიკი, სერგეი კიროვი მოკლეს. ამბობენ, რომ ეს მკვლელობა თავად სტალინის მიერ იყო დაგეგმილი. 1936 წელს, სტალინმა ძალაუფლების საბოლოოდ ხელში ჩასაგდებად და მის გასამყარებლად იმ ბოლშევიკების ხვრეტა დაიწყო ვისაც ხალხში ავტორიტეტი ჰქონდა. ბელადის სიაში პირველი ადგილი უპირველესად ძველ ბოლშევიკურ გვარდიას, ლევ ტროცკის მომხრეებს ეჭირათ.

რეპრესიების სქემა ამგვარად გამოიყურებოდა: საბჭოთა კავშირში სტალინის ყველა მოწინააღმდეგე ფიზიკურად უნდა განადგურებულიყო. იჭერდნენ, ხვრეტდნენ, ამხელდნენ ძველ რევოლუციონერებს. ტერორი შეეხო ყველას: მეცნიერებს, მწერლებს, მსახიობებს, უბრალო ადამიანებს.

1936-1938 წლებში გატარებული რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. შესაბამისი მიზეზების გამო დამალულია ეს ფაქტები. ცნობილია ის, რომ ამ წლებში 7-8 მილიონი ადამიანი დააკავეს. ე.წ. "ტროიკების" მიერ დახვრეტილია 1 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი. აქედან 700 მილიონი უბრალო მუშა, ხოლო 2 მილიონზე მეტი ადამიანი გადასახლებებში გარდაიცვალა.


საქართველოს საპყრობილეებში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა, აქედან 20 ათასი დახვრიტეს. თუმცა, გულაგებში გარდაცვლილთა და დახვრეტილთა ზუსტი მონაცემები მაინც დაუდგენელია.

ისევე როგორც მთელს საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც დახვრეტები და დაპატიმრებები 1936 წლიდან დაიწყო. თუმცა რეპრესიები ყველაზე მძაფრი ფორმით 1937 წელს მიმდინარეობდა. პირველად რეპრესიების შესახებ ინფორმაცია "ლიტერატურული საქართველოს" 1936 წლის აგვისტოს ნომერში გვხვდება, სადაც დაბეჭდილია პრავდის სტატია, რომელიც ეხება ტროცკი-ზინოვიევ-კამენევის შეთქმულებას.

1937 წელს, როცა რეპრესიებს საქართველოში ჯერ არ ჰქონდა მიღებული ფართო მასშტაბები, მაგრამ უკვე დაპატიმრებული ჰყავდათ ძველი ბოლშევიკები, ამავე წლის 30 იანვარს "ლიტერატურული საქართველოს" პირველივე გვერდზე დაბეჭდილი იყო ქართველი მწერლების მიმართვა(სანდრო ეული, ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვანი.) ლავრენტი ბერიასადმი. ისინი წერილში გმობდნენ ტროცკის შეთქმულებას და მის ბუდეში აღმოჩენილ "გამყიდველ" ბუდუ მდივანს. თუმცა, ამ განცხადებისდა მიუხედავად, ისინი გრძნობდნენ კარზე მომდგარ საფრთხეს. ამავე წელს, ბერიამ კომპარტიის მეათე ყრილობაზე განაცხადა, რომ ამ რეპრესიებს ვერც ქართველი მწერლების ნარჩევი ნაწილი გაექცეოდა. ცნობილია, რომ პაოლო იაშვილმა ერთ-ერთ ასეთი ყრილობის დროს, 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში მოიკლა თავი.

1938 წლიდან შეწყდა ეს რეპრესიები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რევოლუციურ გარდაქმნებში უპირველესად ხელოვანი ადამიანები, მათ შორის მწერლები იღებდნენ მონაწილეობას. ყველა ის დადგენილება, რომელიც ლიტერატურას უკავშირდებოდა საზოგადოებაშიც აირეკლებოდა და ტოვებდა წარუშლელ კვალს. სწორედ ამიტომაც სტალინი მწერლებს "ადამიანის სულის ინჟინრებს" უწოდებდა.

1
3198
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
3198
  
2018, 19 მარტი, 23:48
„ე.წ. "ტროიკების" მიერ დახვრეტილია 1 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი. აქედან 700 მილიონი უბრალო მუშა“ რატომ წერთ ასეთ სისულელეებს?
0 1 1