საზოგადოება ძველი ნივთების გამოყენება ახლებურად-იდეები კრეატიული ადამიანებისათვის 2014, 21 თებერვალი, 23:19 ალბათ ყველა თქვენთაგანს აქვს ოჯახში ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. თუ კრეატიულობა თქვენი ცხოვრების სტილია და ამასთანავე გსურთ შეცვალოთ თქვენი სახლის ინტერიერი, მაშინ შეგეძლებათ ეს ნივთები ისე გადააკეთოთ, რომ ახალი ფუნქცია შესძინოთ მათ და ამასთანავე ფულიც დაზოგოთ. წარმოგიდგენთ ფოტოსურათებს, სადაც ნახავთ, თუ როგორ შეიძლება ძველი ნივთები ახლებურად გამოიყენოთ.
ძველი ტელევიზორი შეიძლება აქვარიუმად გადააკეთოთ. ჩოგბურთის რაკეტები სარკის მაგივრობას გაგიწევთ, ხოლო ძველი ხის კიბე ასეთ წიგნების თაროდ გადაიქცევა. ჩემოდანი, რომელსაც არ იყენებთ, ასეთ ორიგინალურ სავარძლად გადაკეთდება. სკამები ხელმარჯვე ოსტატის ხელში თაროდ ან ტანსაცმლის საკიდად გადაიქცევა. წიგნები-პაწაწინა თაროებად იქცა, ხოლო ცილინდრი-ნათურად. პლასტმასის ბოთლებისაგან ასეთი ორიგინალური ცოცხი მივიღეთ, ხოლო ძველი როიალით აი ასეთი ორიგინალური წიგნების თარო. პლასტმასის კოვზებით აი ასეთი სანათი გამოგვივიდა, ' აბაზანა კი კომფორტულ დივნად გადაიქცა. გაზიანი სასმელის გასახსნელებს თუ შეაგროვებთ, ასეთი ლამაზი ჩანთის შექმნა შეგეძლებათ. ღვინის ბოთლებით უჩვეულო ჭაღი გაკეთდა, ხოლო ცალად დარჩენილი ხელთათმანით საყვარელი დათუნია. ველოსიპედის თვლისაგან საათის შექმნა ძალზე უჩვეულო იდეაა. ტუალეტის ქაღალდის მუყაოს გულისაგან წვრილმანების შესანახ თაროს გააკეთებთ, ხოლო ქანჩის გასაღებისაგან საკიდებს. გადამწვარი ნათურებისაგან ზეთის ლამპა შეიქმნება. მინის ბურთულები შეიძლება მესერის გასალამაზებლად გამოვიყენოთ. საცობები-სასანთლეებად გადაკეთდა, ხოლო ძველი სკეიტბორდით შეიძლება პატარა ბავშვების მაგიდა გაკეთდეს. აი ბოთლებისაგან შექმნილი სანათი. ისევ ძველი როიალი-ბაღის უმშვენიერესი დეკორაცია. ძველი კასეტა შეიძლება საფულედ გადაიქცეს. დაბოლოს, ძველ გამოუსადეგარ უნიტაზსაც კი შეიძლება ასეთი მშვენიერი ფუნქცია დააკისროთ. 1951 15-ს მოსწონს
|