x
image
t.x.
რვა თვის ორსული ქალი მეგობარმა მოახრჩო, მუცლიდან ბავშვი ამოგლიჯა და გაიტაცა
imageროგორც იქნა დამნაშავედ ცნეს სასტიკი მკვლელი. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

29 წლის რობერტო როდრიგესი პატარა გოგონას ზრდის. მისი მეგობარი ქალი დარლინ ჰაისი მერვე თვეში იყო ორსულად, როცა სასტიკად მოკლეს. ბავშვი რობერტოს დარჩა გასაზრდელად. ის ოთხი წლის ქალიშვილს ვერ უმხელს როგორ მოკვდა მისი დედა, რადგან ეშინია, რომ ბავშვი ვერ გაიგებს ამას სწორად და დაითრგუნება. "ჩემი ქალიშვილი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გაიგოს რატომ მოკვდა დედამისი. მიჭირს ვუთხრა თუ როგორ დაიბადა ის. ბავშვი თავის თავს დაადანაშაულებს, იფიქრებს, რომ დედა მისი გულისთვის მოკლეს".image

რობერტო როდრიგესი რამდენჯერმე დაიბარეს პოლიციაში. ის ეჭვმიტანილი იყო დანაშაულში მონაწილეობისთვის, რადგან დარლინის სიკვდილამდე რობერტო რამდენჯერმე მიუვარდა ქალს და ეჩხუბა. ის ხუთი წელი ელოდა სამართლის აღსრულებას. გამუდმებით ლანძღავდნენ იმის გამო რაც არ ჩაუდენია.

დარლინის მკვლელობისთვის კი მისივე მეგობარი, 39 წლის ჯული კორი დაადანაშაულეს. მან 2009 წლის 23 ივნისს მოკლა დარლინი, გაუჭრა მუცელი, ბავშვი ამოიყვანა, მისი გვამი კი კარადაში დამალა, რომელიც მხოლოდ 27-ში იპოვეს ვუსტერში, მასაჩუსესის შტატში.


საოლქო პროკურორმა რობერტ რანია უმცროსმა ეს შემთხვევა შეაფასა, როგორც ყველაზე საშინელი შემთხვევა და განაცხადა, რომ დარლინი მისი ბავშვის გამო მოკლეს.

კორის უნდოდა ბავშვი ისე გაესაღებინა როგორც თავისი საკუთარი შვილი და ამას თავის 31 წლის პარტნიორსაც ალექს დიონსაც ატყუებდა. ისინი ბავშვთან ერთად იპოვეს 130 მილის დაშორებით უსახლკაროთა თავშესაფარში.image

ბავშვზე მეურვეობა სასამართლომ მამას-რობერტს დააკისრა. ის დაქორწინდა თავის საცოლე ანაზე და უკვე ოთხი წელია ერთად ზრდიან პატარას.

კორი და დარლინი მანამდე ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლები ორივეს იცნობდნენ და ძალიან უკვირთ მომხდარი. დარლინიც ამბობდა, რომ ორსულად იყო, თუმცა მუცელი არ ეტყობოდა. მკვლელობის დღეს ის ჯერ მაღაზიაში იყო, შემდეგ კი თქვა, რომ თავის მეგობართან მიდიოდა. მეორე დღეს ბავშვი მიიყვანა კლინიკაში და განაცხადა, რომ ვადამდელი მშობიარობა დაეწყო. ამ ფაქტმა ეჭვი გამოიწვია, რადგან ის აქამდე არ იყო ნამყოფი ექიმთან არც აღრიცხვაზე და არც შემოწმებაზე. როცა დარლინის გაგლეჯილი გვამი ნახეს, უკვე ყველაფერი ცხადი გახდა.image

ორი დღის წინ, გაჭიანურებული სასამართლო პროცესის მერე, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობდა, ჯული კორის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

2
710
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
710
  
2014, 20 თებერვალი, 17:38
შოკში ვარ :(
2014, 19 თებერვალი, 22:30
რას არ გაიგებ
0 1 2