საზოგადოება "სიცოცხლის კოცნა" 2014, 18 თებერვალი, 19:43 ![]() სადაზღვევო ქამრებმა რენდელს გადმოვარდნის საშუალება არ მისცა. ტომპსონი, რომელიც რენდელს კვალდაკვალ მიჰყვებოდა, არ დაიბნა და ანძაზევე დაუწყო მას ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. მოუხერხებელი სიტუაციის გამო მან ვერ შეძლო ნორმალური რეანიმაციიის ჩატარება, მაგრამ არ დანებდა და ჯიუტად განაგრძობდა პროცედურას მანამ, სანამ ჩემპიონის სუსტი გულისცემა არ იგრძნო. ამის შემდეგ მან ქამრებიდან გამოხსნა მეგობარი, მოიკიდა ზურგზე და ფრთხილად დაეშვა ძირს.მიწაზე დაშვებისთანავე ტომპსონმა და მათი ჯგუფის მესამე წევრმა (ფოტოსურათის ავტორმა) კვლავ გააგრძელეს ხელოვნური სუნთქვის ვარჯიშები და როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, რენდელი უკვე მოცოცხლებული იყო. საბედნიეროდ, ზემოთაღწერილ უბედურ შემთხვევას ცუდი კვალი არ დაუტოვებია ჩემპიონის ჯანმრთელობაზე და მალე ის სავსებით გამოჯანმრთლებდა. 702 10-ს მოსწონს
|