x
image
მანჩო 777
"სიცოცხლის კოცნა"
image

ეს ფოტოსურათი, რომელიც ამ ცოტაოდენი ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტში და რომელსაც "სიცოცხლის კოცნა" ეწოდა, ძალიან პოპულარული გახდა ვირტუალურ სამყაროში. ფოტოსურათზე აღბჭდილია ორი ელექტრიკოსი: რენდალ ჩემპიონი (Randall Champion) და ჯეი დი ტომპსონი (J D Thompson). სურათი გადაღებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ანძაზე.

ელექტრიკოსები ატარებდნენ პროფილაქტიკურ სამუშაოს, როდესაც რენდალი შემთხვევით შეეხო მაღალი ძაბვის ერთ-ერთ ხაზს. ეს ის ხაზებია, რომლებიც ზუზუნებენ მასში გამავალი მაღალი ძაბვის გამო.

4000 ვოლტზე მეტმა ძაბვამ გაიარა ჩემპიონის სხეულში და ელექტრულმა მუხტმა გააჩერა რენდელის გულისცემა( ელექტროსკამზე დამნაშავის სიკვდილით დასჯისას მასში გამავალი დენის ძაბვა მხოლოდ 2000 ვოლტია).


სადაზღვევო ქამრებმა რენდელს გადმოვარდნის საშუალება არ მისცა. ტომპსონი, რომელიც რენდელს კვალდაკვალ მიჰყვებოდა, არ დაიბნა და ანძაზევე დაუწყო მას ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. მოუხერხებელი სიტუაციის გამო მან ვერ შეძლო ნორმალური რეანიმაციიის ჩატარება, მაგრამ არ დანებდა და ჯიუტად განაგრძობდა პროცედურას მანამ, სანამ ჩემპიონის სუსტი გულისცემა არ იგრძნო.

ამის შემდეგ მან ქამრებიდან გამოხსნა მეგობარი, მოიკიდა ზურგზე და ფრთხილად დაეშვა ძირს.მიწაზე დაშვებისთანავე ტომპსონმა და მათი ჯგუფის მესამე წევრმა (ფოტოსურათის ავტორმა) კვლავ გააგრძელეს ხელოვნური სუნთქვის ვარჯიშები და როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, რენდელი უკვე მოცოცხლებული იყო.

საბედნიეროდ, ზემოთაღწერილ უბედურ შემთხვევას ცუდი კვალი არ დაუტოვებია ჩემპიონის ჯანმრთელობაზე და მალე ის სავსებით გამოჯანმრთლებდა.

5
702
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
702
  
2014, 19 თებერვალი, 19:32
თან რა ახალგაზრდა ჩანს..კიდევ კარგი, გადარჩა:)
2014, 19 თებერვალი, 18:24
მართლა ძალიან გულისამაჩუყებელია.
2014, 19 თებერვალი, 0:47
ღმერთს ძალიან უყვარს :)
2014, 18 თებერვალი, 19:52
ძაბვაგამძლე კი ყოფილა ჩემპიონი..4000 ვოლტს გაუძლო:)
2014, 18 თებერვალი, 19:47
აი კაცი არ დანებდა და გადაარჩინა სიკვდილს....
0 1 5