x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
საიდუმლო გამჟღავნდა: წელს ლეონარდო დიკაპრიო ოსკარს მიიღებს
imageსაიდუმლო, რომელიც ოსკარის დაჯილდოვებაზე უნდა გამხდარიყო ცნობილი მოულოდნელად, უხერხულ სიტუაციაში გამჟღავნდა: "CNN"-ის ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც ოსკარის დაჯილდოვებას ეხებოდა, ჟურნალისტი ეწვია ადგილს, სადაც გამარჯვებული მსახიობებისათვის ჯილდოებს ასხამენ. ერთ-ერთ მათგანზე, კი აღნიშნული იყო, ლეონარდო დიკაპრიო, როგორც საუკეთესო როლის შემსრულებელი მამაკაცი.

ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ფილმით "უოლ-სტრიტის მგელი" ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. მის გარდა ამ ნომინაციაზე კიდევ წარდგენილინი გახლდნენ: კრისტიან ბეილი, ბრუს დერნი, ჩივეტელ ეჯიოფორი, მეთიუ მაკ-კონეჰი.

image

მიუხედავად ბევრი უზადოდ შესრულებული როლისა, ლეონარდო დიკაპრიო პირველად გახლდათ წარდგენილი ოსკარზე, როგორც მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობი. ის ასევე გახლდათ წარდგენილი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი ორჯერ, ფილმებისთვის: "Aviator" და "Gilbert Grape".


ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელადა. ჯილდოების კონფედენციალურობაზე პასუხისმგებელმა პირებმა კი განაცხადეს, რომ ოსკარზე ნომინირებული ყველა მსახიობის სახელზე ისხმება ქანდაკება. თუმცა ამ თავისმართლების უკვე არავის სჯერა.

image

2
79
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
79
  
2014, 3 მარტი, 12:29
კი კი უეჭველი მიიღო:D
0 1 2