დღეს ყვითელი მარშუტკის მძღოლები ისევ გაიფიცნენ.
დღეს, როგორც ცნობილი გახდა, ყვითელი მარშუტკის მძღოლებმა განაახლეს თავიანთი პროტესტი, მაგრამ ამჟამად ისეთი მასშტაბით არა, როგორც პირველად.ახლა უკვე გაფიცული არიან 140 ნომრის მძღოლები, რომლებიც ამჟამად მოსკოვის პროსპექტზე იმყოფებიან.ისინი აცხადებენ, რომ დამქირავებელი კომპანია დღიურ გეგმას ზრდის, ხოლო გეგმა უკვე ისედაც მაღალია და 55 ლარს შეადგენს. - ასევე, ცნობილია, რომ 149-ნომრის მძღოლებიც იმავე პროტესტის მომხრენი არიან და აღარ აგრძელებენ სამუშაოს, ეს კი ვაკე-საბურთალოს პრობლემას შეუქმნის.