საზოგადოება თაკო სალაყაია: ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე! 2014, 18 თებერვალი, 0:57 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია სოციალური ქსელის საშუალებით მისი მეუღლის მხარდამჭერებს მადლობას უხდის. "კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო. დღეს, მართალია, მძიმე დღე იყო და ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო თქვენი თანადგომა, მხარდაჭერა და თბილი სიტყვები. დღეს ვანო მერაბიშვილი თავის ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა. ვანომ სიმართლის დასამტკიცებლად რთული გზა აირჩია და მე ვიცი რომ ამ გზას ის გაივლის ღირსეულად და ბოლომდე. ბრძოლა გრძელდება მეგობრებო, ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე!, "-წერს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თაკო სალაყაია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ბარბაქაძემ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ 50.000 ლარის გადახდა დაეკისრა. 650 1-ს მოსწონს
|