![თუ კაცმა მოინდომა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021714052018523.jpg)
მრავალი საუკუნეა კამათობენ ადამიანის სარეზერვო ანუ
უჩვეულო შესაძლებლობებზე.
1899 წლის 18 ივნისს კანადელი Howard Blackburn-ი,
![თუ კაცმა მოინდომა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021714195618523.jpg)
ახზალგაზრდობაში მასაჩუსეტსის შტატში გადასახლდა, აფრიანი ნავით ("Grate western") ინგლისისაკენ გაემართა და ორ თვეში
ალბიონის სანაპიროსაც მიადგა.
![თუ კაცმა მოინდომა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021714224318523.jpg)
ამაში თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო, მანამდე და მას შემდ-
ეგაც ბევრმა მარტოხელა მოგზაურმა გადალახა ატლანტის ოკეანე, მაგრამ
საქმე ისაა, რომ ჰოვარდს არცერთ ხელზე თითები არ ჰქონდა. რამდენ-
იმე წლის წინ მოეყინა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, დურგლობა
ისწავლა და უთითო ხელებს საქმე გაუჩინა. ინგლისშიც საკუთარი
ხელით აგებული აფრიანი ნავით ჩავიდა.
![თუ კაცმა მოინდომა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021714283318523.jpg)
სხვათა შორის, წლების შემდეგ ისევ ააგო ნავი და ამჯერად 38 დღეში
გადალახა ვერაგი ბისკაის ყურე.
1961 წელს, ანტარქტიდაში, საბჭოთა პოლარულ სადგურ
"восток"-ის
![თუ კაცმა მოინდომა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021714430618523.jpg)
ახალგაზრდა ექიმმა Леонид Иванович Рогозов-მა
![თუ კაცმა მოინდომა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021714465918523.jpg)
მუცელში ტკივილი იგრძნო. მიხვდა, მწვავე აპენდიციტი იყო. საექიმო
დახმარების იმედი არ ჰქონდა, აქ მის გარდა, ექიმი არავინ იყო და ვერც
ამხელა მანძილზე ჩაფრინდებოდა ვინმე ასე სწრაფად. საოცარი გადაწ-
ყვეტილება მიიღო, - მე თვითონ გავიკეთებ ოპერაციასო. სადგურის
თანამშრომლები დაეხმარნენ. ერთს დიდი სარკე ეჭირა, მეორე ინტრუმ-
ენტებს აწვდიდა. ექიმმა როგოზოვმა ადგილობრივი გაუტკივარება
გამოიყენა და საკუთარ სხეულზე დანა დაისვა.
![თუ კაცმა მოინდომა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021714545918523.jpg)
ეს იყო უნიკალური ოპერაცია. თავად ექიმი ძალიან ღელავდა, - ვაითუ,
ოპერაციის დასრულება ვერ მოვასწრო ან შეცდომა დავუშვაო, რადგან
ხელებს ვეღარ გრძნობდა, თითქოს რეზინისა გაუხდა, მაგრამ ყველაფ-ერი მოასწრო, გაკერა და... გონება დაკარგა. მისი ორგანიზმი
5 დღე-ღამე იბრძოდა და გაიმარჯვა.
ასე რომ, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუ, რათქმაუნდა,
სურვილი აქვს.
" უძინართა მზის" ამ მაგალითში "გამართლება" კი არა უყურადღებობა, დაბნეულობა, შიში და კიდევ სხვა ადამიანური ფაქტორებია მიზეზი მონდომებული პროფესორის გარდაცვალებისა. ეს მიზეზები კი ისევ და ისევ ამ დამიანებშია, როგორც შვილიში ასევე მამაში. ასეთია ადამიანი.