შოუბიზნესი 2014 წლის ხუთი ყველაზე გახმაურებული ვარსკვლავური ნიშნობა 2014, 17 თებერვალი, 1:14 თოთხმეტწლიანი ურთიერთობის შემდეგ ვანესა პარადი ჯონი დეპს დაშორდა.მან ვერ შესძლო "მოურჯულებელი მეკობრის"საქორწილო ცერემონიამდე მიყვანა, სამაგიეროდ ეს მოახერხა ქერა ლამაზმანმა, ამბერ ჰარდმა.ჯონიმ მუხლმოდრეკილმა სთხოვა ხელი მას და ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. კრისტინა აგილერა მეტიუ რატლერს ცოლობაზე დასთანხმდა. ამის შესახებ მან თვითერზე განაცხადა.წყვილს დიდი ხანია ურთიერთობა აქვს, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. ბენ ფოსტერს არ გაუჭირდა რობინ რაიტის გულის მოგება.(რობინ რაიტი შონ პენის ცოლი იყო)"წარმოგიდგენიათ მე მქონდა პირველი ნამდვილი პაემანი ყვავილებითა და სანთლებით, ბენი იყო პირველი ვინც მე ეს მომიწყო"– განაცხადა რობინმა. მოდელი ოლივია პალერმო და "კრასავჩიკი''იოხანნეს ხიუბლი ოფიციალურად იანვარში დაინიშნენ.მოდის ბოლო ჩვენებაზე ნიუ–იორკში ოლივია ნიშნობის ბრილიანტის ბეჭედის დემონსტრირებას თამამად ახდენდა. საზოგადოება შოკში ჩააგდო 15 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედის ხილვამ მომღერალ სიარას ხელზე, რომელიც მას რეპერმა "future"–მ აჩუქა.რეპერს ნიშნობის ბეჭედი ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა.მათი ქორწილი გადაიდო რადგან სიარა ფეხმძიმედაა. 239 3-ს მოსწონს
|