მოვლენები ლონდონში აჩვენეს კაბა, რომელიც სმარტფონებისგანაა შექმნილი (ფოტოები + ვიდეო) 2014, 15 თებერვალი, 23:06 ამ დღეებში ლონდონის მოდის კვირეულზე (London Fashion Week ) წარმოდგენილი იქნა მოდის უამრავი საინტერესო სიახლე. მოდელებზე, რომლებიც პოდიუმზე გამოდიოდნენ, შეიძლებოდა შეგენიშნათ სმარტ-საათები, ციფრული სათვალეები და უამრავო სხვა ორიგინალური აქსესუარი. ლონდონში წარმოდგენილ უამრავ ტანსაცმელს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქვედაკაბამ, რომელიც Nokia LumiA-ს სმარტფონებისაგან იყო შეკერილი.
ამ ნოვაციის ავტორი გახლდათ ცნობილი დიზაინერი ფედორ გოლანი (Fyodor Golan). ქსოვილის ფენის ზემოდან მან დააამაგრა სმარტფონები Lumia 1520 და Lumia 1020, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი დიდი გაბარიტებით.
მობილური მოწყობილობების საშუალებით ამ კაბის პატრონს შიში არ ექნება იმისა, რომ ქარი არასასურველი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა მიუხედავად ორიგინალურობისა, ამ კაბის ტარება ერთ კვირაზე მეტ ხანს შეუძლებელი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ სმარტფონები დაუმუხტავად ამ დროზე მეტხანს ვერ გაძლებენ. 36 11-ს მოსწონს
|