საზოგადოება საინტერესო ფაქტები მსუქანი ადამიანების შესახებ 2014, 13 თებერვალი, 12:02 იყო მსუქანი-ისევე მავნეა ადამიანისათვის, როგორც 10 ღერი სიგარეტის მოწევა დღეში-აი ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი სპეციალისტები. ამ დასკვნების საფუძველზე უამრავი მსუქანი ადამიანი ცდილობს წონის დაგდებას და თავს იტანჯავს ათასგვარი დიეტებით.მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წონის ხშირი მატება და კლება უფრო მეტად საზიანოა ორგანიზმისათვის. ამიტომ ჯობია 10 კილოთი მეტი იყოთ, ვიდრე თავი დაიავადმყოფოთ. თითოეული ადამიანის წონა მკაცრად ინდივიდუალურია და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.მათ რიცხვშია უპირველესად გენეტიკა, ნივთიერებათა ცვლა და რაღათქმაუნდა, დიეტები. ორგანიზმი მკაცრ დიეტას აღიქვამს, როგორც მშიერ პერიოდს, აჩერებს ნივთიერებათა ცვლას ენერგიის შესანარჩუნებლად და ყველა ზედმეტ კალორიას ცხიმად აქცევს. ამიტომაა, რომ თუ დიეტის დროს 10 კილოს ვიკლებთ, მისი დამთავრებისთანავე 15 კილოს ვიმატებთ. ასე რომ მკაცრი დიეტები საზიანოა. ყველა მსუქანი ადამიანი როდია ღორმუცელა-გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მსუქანი და გამხდარი ღორმუცელები დააახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის და კალორიის საკვებს იღებდნენ. არასამართლიანი და შეურაცხმყოფელია დებულება იმის შესახებ, რომ ყველა მსუქანი ადამიანი მახინჯია: ნახეთ, რა მშვენიერია ეს მსუქანი ქალი რუბენსის ტილოზე. XIX საუკუნის ბოლოს ათასობით მამაკაცის აღტაცების წყაროდ ითვლებოდა მაშინდელი სექს-სიმბოლო ლილიან რასელი, რომელიც 90 კილოგრამს იწონიდა. სავსებით შესაძლებელია, მერილინ მონროს დღეს რომ ეცხოვრა, სულაც არ ყოფილიყო პოპულარული. ის ხომ საკმაოდ სრული ფორმებით გამოირჩეოდა. მსუქან ადამიანებს უჭირთ პარტნიორის პოვნა, მაგრამ ეს შეუძლებელი სულაც არაა- როგორც ზოგადად ითვლება. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, როცა წყვილი დაახლოებით ერთი და იგივე აღნაგობისაა. მაგრამ არიან ქალებიც, რომლებსაც თავიანთი სრული თეძოები სულაც არ ეთაკილებათ და მათ საჯარო დემონსტრირებასაც სიამოვნებით ახდენენ. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების უმეტესობას სწორედ ასეთი ფორმები მოსწონს და არა მოდელების სწორი და გაბრტყელებული ფიგურა. გამოკვლევებმა აგრეთვე აჩვენეს, რომ მსუქანი ქალების IQ მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე გამხდრების, ანუ ისინი გაცილებით ჭკვიანები არიან. ეს განპირობებულია მათ ორგანიზმში ომეგა-3 მჟავას მომატებული რაოდენობით, რომელიც თავის ტვინს კვებავს. ითვლებოდა, რომ ყველაზე მეტი მსუქანი ადამიანი ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე სულაც არააა. გაეროს ბოლო მონაცემებით, სიმსუქნით იტანჯება მექსიკის, არგენტინის, ვენესუელის, ერაყის, ჩილეს, თურქეთის, ჩეხეთის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობა. ბრიტანელი ჩაუნერების ოჯახი არამარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემების მაგალითია. ოჯახის უფროსი 153 კილოს იწონის, მეუღლე 155-ს, უფროსი ქალიშვილი 114 კილოა, უმცროსი -107, საერთო ჯამში მათი წონა ნახევარ ტონას სცილდება. ბოლო 11 წელია არცერთი მათგანი არ მუშაობს და მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობენ. ისინი მთელი დღე სხედან და მეზობლის ნაჩუქარ ტელევიზორს უყურებენ. როცა მთ ჰკითხეს, რატომ არ ჯდებიან დიეტაზე, პასუხი იყო ასეთი: "მაგის დრო არ გვაქვს". კენლი ტიგემანი-მძიმე წონის მქონე ადამიანების უფლებებისათვის მებრძოლია. 2012 წლის მაისში მას უარი უთხრეს თვითმფრინავის ერთ ბილეთზე, რადგან ავკიაკომპანიის წესების თანახმად, მსუქანმა ადამიანებმა უნდა აიღონ 2 ბილეთი, რომ არ შეაწუხონ მეზობლები. კენლიმ საჩივარი სასამართლოოში შეიტანა, ავიაკომპანიას ბრალი დასდო პიროვნების შეუარცხყოფასა და დისკრიმინაციაში. ის ითხოვდა ყველა მგზავრისათვის თანაბარ პირობებს, თუმცა ეს პროცესი კენლიმ ვერ მოიგო. მას ეკუთვნის აგრეთვე ბლოგი, რომელიც წონასთან ბრძოლის პრობლემებს ეძღვნება. 1359 14-ს მოსწონს
|