x
image
მანჩო 777
სასარგებლო და სახალისო რჩევები ცხოვრების გასამარტივებლად
ალბათ თითოეულ თქვენთაგანს სურს შეიტყოს იოლი ცხოვრების საიდუმლო. ამ პოსტში შევეცდები შემოგთავაზოთ რამოდენიმე საინტერესო რჩევა, რომლებიც ცოტაოდენ მაინც დაგეხმარებათ პატარა ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში და გაგიხალისებთ ყოფას.


1.თუ ზოოპარკში მიდიხართ, ეცადეთ ქურთუკი ან პერანგი იმ ფერის ჩაიცვათ, როგორიც ზოოპარკის მომსახურე პერსონალს აცვია. ამ შემთხევაში სავსებით შესაძლებელია ცხოველები თქვენთან ახლოს მოვიდნენ და შეძლოთ მათი კარგად დათვალიერება.

image


2.ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ? ჩაიცვით მის შიგნით სამი წყვილი სველი წინდა და 10 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ თმის ფენიდან ცხელი ჰაერის ნაკადი. ფეხსაცმელი საგრძნობლად გაიწევს.


image


3.სირბილის დროს რომ გვერდები არ გეტკინოთ, ეცადეთ ამოისუნთქოთ მაშინ, როცა მიწას მარცხენა ფეხი შეეხება ხოლმე.

image



4.ძილის წინ დალიეთ ვაშლის წვენი-ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მშვიდ ძილს უწყობენ ხელს.

image


5.თუ მობილურში დაააყენებთ რეჟიმს "თვითმფრინავი", მაშინ თამაშის დროს რეკლამა თავს აღარ მოგაბეზრებთ.

image


6.თუ გსურთ, ტელეფონით მუსიკა უფრო ხმამაღლა ჟღერდეს, ჩადეთ ტელეფონი თასში ან ჭიქაში.

image


7.თუ შემთხვევით ენა დაიწვით, შაქარი საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

image


8.სხეულის დაზიანების დროს დალურჯება რომ აიცილოთ თავიდან, ნატკენზე დაიდეთ ძმრიანი ტამპონი.

image


9.თუ სამუშაოზე გეძინებათ და თავს ვერ ერევით, შეიკავეთ სუნთქვა მანამდე, სანამ შეგიძლიათ, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქეთ. ეს გაზრდის გულისცემის სიხშირეს და გამოფხიზლდებით კიდეც.

image


10.ცივი შხაპის ხშირად მიღება დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში

(თუმცა სამაგიეროდ შეიძლება ტვინის ანთება აიკიდოთ).

image


11.პინგ-პონგის ჩაჭყლეტილი ბურთი ადვილად გასწორდება, თუ მას დავიჭერთ ანთებული სანთებელას ზემოთ. ბურთში ჰაერი გაფართოვდება და ის ახალივით გახდება.

image


12.თუ თქვან გინდათ დილით რაღაც გაიხსენოთ, გაუგზავნეთ საღამოთი საკუთარ თავს შეტყობინება და ის დილით თავს შეგახსენებთ.

image


13.თუ სასწრაფოდ გინდათ ტელეფონის დატენვა და ამისათვის ძალიან ცოტა დრო გაქვთ, ჩართეთ რეჟიმი "თვითმფრინავი".

image


14.კოღომ გიკბინათ? გააცხელეთ კოვზი და ნაკბენზე დაიდეთ, ფხანა და ტკივილი ჩაცხრება.

image


15. მფეთქავი თავის ტკივილი შეგიმსუბუქდებათ, თუ საფეთქლებზე ლაიმის წვენს ან შუაზე გაჭრილ ლაიმას წაისვამთ.

image


16.თუ გინდათ გამოაცხოთ ნამცხვარი(პეჩენია) და კვერცხი ხელთ არ გაქვთ, მის მაგივრობას იოლად გაგიწევთ ბანანი. 1 ბანანი=2 კვერცხს.

image

9
187
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
187
  
2014, 13 თებერვალი, 12:38
სახალისოა
2014, 12 თებერვალი, 23:24
ჟIრაფი ყვითელია, მწვანე ნიანგია და კიდევ ....კიდევ თუთიყუში:D
2014, 12 თებერვალი, 23:23
და ჯირაფმა შეგჭამოს :D:D:D
2014, 12 თებერვალი, 23:16
მაგას ჯობია მწვანე მაიკა ჩაიცვა და ზოოპარკში წახვიდეეე:DD
2014, 12 თებერვალი, 23:15
მესჰინი არ გავიგუდო :D:D:D
2014, 12 თებერვალი, 23:14
და სირბილის დროს მარჯვენა ფეხზე ამოსუნთქვა
:DDDDD
2014, 12 თებერვალი, 23:09
:D:D:D მაგარიი ჰაერის შესუნთქვა უნდა ვცადო :D
2014, 12 თებერვალი, 23:05
კაი ახლაა, ისედაც მეცინებოდა ,მაგას რომ ვწერდი. ცივი შხაპიროგორიააა? მანდ კომენტარი მე მივამატე:DDD
2014, 12 თებერვალი, 23:04
:D:D:D აუ პირველი იყო შოკი :D :D :D :D ნიანგს რომ ეთამაშები და ნიანგმა რომ მაინც ვერ გიცნოს :D:D:D აი ემრე ნახავ სანახავს :D
0 1 9