საზოგადოება სახალისო გამონათქვამები 2014, 12 თებერვალი, 15:57 მათთვის, ვისაც მხიარულება უნდა, გთავაზობთ რამდენიმე სახალისო და ორიგინალურ გამონათქვამს:
1.დედებს უფრო მეტად უყვართ თავიანთი შვილები, ვიდრე მამებს, რადგან ქალები სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მათი შვილია. (არისტოტელე)
2.მათ, ვისაც არაფერი აქვს სათქმელი, ბევრს ლაპარაკობს, ხოლო ვისაც სასაუბრო ბევრი აქვს, პირიქით, თითქმის არ საუბრობს. 3.ქალად ყოფნა ძნელია: უნდა იფიქროს, როგორც კაცმა;ჰქონდეს ქალის ქცევები, გამოიყურებოდეს როგორც ახალგაზრდა გოგონა და იმუშაოს როგორც ვირმა. 4.სამყაროში არაფერია უფასო.თვით სიკვდილიც კი სიცოცხლის ფასი ღირს. 5.როცა ყველას ძინავს და ერთი საუბრობს, ამას გაკვეთილი ან ლექცია ჰქვია. 6.ვინც სისულეებს არ სჩადის, ის ვერც ვერაფერ ღირებულს აკეთებს. 7.გათხოვილ ქალებს იშვიათად იტაცებენ, რადგან არავინაა დარწმუნებული, რომ მისთვის გამოსასყიდს გადაიხდიან. 8.სუსტი სქესის წარმომადგენლები იმდენად ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ ძლიერი სქესის წარმოამდგენლები სუსტებად აქციონ. 9.განათლება არის ის, რასაც თითქმის ყველა იღებს, ბევრი გადასცემს სხვას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს აქვს. 10.დაკონსერვებულმა საკვებმა და სარეცხის მანქანებმა უფრო მეტად გახადეს ქალები თავისუფალნი, ვიდრე აქამდე მომხდარმა ყველა რევოლუციამ ერთად. P.s. სახლისო გამონათქვამები ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად გვხვედა, სწორედ ამიტომ მომავალშიც გპირდებით მსგავს სტატიას. 594 7-ს მოსწონს
|