სისხლის სამართალი რამ აიძულა 19 წლის ვაჟი გოგონები დაესახიჩრებინა 2014, 12 თებერვალი, 0:39 19 წლის მოზარდი ციხეში მოხვდა ორი გოგონას დასახიჩრების გამო. მან ერთ-ერთს სახე ბოსტნეულის საჭრელი დანით დაუსერა, მეორე კი სახით ღობეს მიახეთქა და უყვიროდა: "მოკვდი, მოკვდი".
19 წლის რაიან უოკერი სათვალეს ატარებს და მოკლე შავი თმა აქვს, როგორც დენიელ რედკლიფს-ჰარი პოტერის როლის შემსრულებელ მსახიობს. სასამართლოში საქმის განხილვისას გაირკვა, რომ გოგონებმა მას დასცინეს და ჰარი პოტერი დაუძახეს, რასაც რაიანის გააფთრება მოჰყვა. მან გოგონას ბოსტნეულის საფცქვნელი დანა ისეთი ძალით დაარტყა, რომ დანა გატყდა. შემდეგ მეორეს მიუბრუნდა და სახით ღობეს მიახეთქა. ის თავს იმართლებს, რომ გოგონებს თავს მას მერე დაესხა, რაც ჰარი დაუძახეს. რაიანი დედამ მაღაზიაში გააგზავნა. უკან დაბრუნებისას შეხვდნენ გოგონები. 15 წლის ემა კებლე და 16 წლის ლეაჰ პირსი კიბეზე ისხდნენ. ერთმა მათგანმა ჩანთაზე მოქაჩა და დამცინავად დაუძახა ჰარი პოტერი. სასამართლო პროცესზე რაიანმა განაცხადა, რომ მხეცურად მოიქცა. მისმა დამცველმა სასამართლოში კი თქვა, რომ მას გოგონები სკოლაშიც დასცინოდნენ. ბიჭი მათ მასხარად ჰყავდათ აგდებული. ისიც გამწარდა და ვეღარ მოითმინა. სწორედ ამის შედეგი იყო მოზარდის ასეთი აფეთქება. მოსამართლემ კი აღნიშნა, რომ გოგონები ძალიან უხეშად მოიქცნენ, მაგრამ ეს რაიანს არ ამართლებს, მას არ ჰქონდა ასეთი საქციელის ჩადენის უფლება. უოკერს ოთხწლინახევრით პატიმრობა მიესაჯა. ლეაჰ პირსის დედა აცხადებს, რომ მის ქალიშვილს ნაიარევი მრავალი წლის მანძილზე დარჩება. ვთვლი, რომ რაიანი საშიში ადამიანია და ეცოდება, ვინც მისი მორიგი მსხვერპლი იქნება. 1392 13-ს მოსწონს
|