საზოგადოება რობოტები ადამიანების ნაცვლად 2014, 11 თებერვალი, 22:38 თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად შორს წავიდა, რომ მსოფლიო საზოგადოება უკვე საფრთხის წინაშე დგას.
ჯერ იყო და კომპიუტერის გამოგონებამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიო, შესაძლებელი გახადა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საუბარი, სხვადასხვა მასალების გაგზავნა, სასურველი მუსიკის, ფილმის და სხვათა ნახვა, კომპიუტერულ სისტემაზე აწყობილი მოტორებით გამოდის ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა; ამას მოჰყვა სხვადასხვა მიზნების შესაბამისად დაპროგრამებული რობოტების შექმნა.
რა საშიშროება გვემუქრება? თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა იმ ოდენობის და ისეთი სამუშაოების შესრულება, რაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.ამასთან, კომპიუტერული სისტემებით აღჭურვილი ტექნიკის მუშაობა ბევრად უფრო ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე ადამიანისა.აქედან გამომდინარე, ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად და მრავალ სფეროში ხდება ადამიანის კომპიუტერით ჩანაცვლება. განვითარებულ ქვეყნებში, და ეს პირველ რიგში ეხება იაპონიას, რომელიც მაღალტექნოლოგიური ნაწარმების გამოშვებით ცნობილია მთელს მსოფლიოში, შექმნილმა რობოტებმა ისეთ სფეროებში შეცვალეს ადამიანები, როგორებიცაა ბავშვის ძიძა ან გამრთობი, ინვალიდების ფიზიკური დახმარება, უცხო ენის შესწავლა და ა.შ. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მასობრივი გამოსვლებია უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით.ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ქვეყნის მთავრობის არასწორი შიდა პოლიტიკით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი ჩაანაცვლეს სხვადასხვა სამსახურებში.ერთის მხრივ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, მაგრამ რიგითი ადამიანებისათვის უკვე დიდ თავის ტკივილად იქცა. 68 3-ს მოსწონს
|