საზოგადოება ტექნიკის კრეატიული რეკლამა 2014, 11 თებერვალი, 20:30 ადრე თუ გვიან ამა თუ იმ პროდუქციის მწარმოებლებს აზრად მოსდით შექმნან კრეატიული რეკლამები, რომლებიც მყიდველის ინტერესს გამოიწვევს და კიდევ უფრო მიიზიდავს მათ. მაგრამ ეს რეკლამა ყოველთვის წარმატებული როდი გამოდის, ხშირად საწინააღმდეგო შედეგიც აქვს.
წარმოგიდგენთ ყველაზე სასაცილო და წარუმატებელ კრეატიულ რეკლამებს ტექნიკის სფეროში.
"ყურსასმენები-აფრიკაშიც ყურსასმენებია"- Sony-მ წარმოგვიდგინა თავისი ფანტაზია ამ თემაზე. ვაგრძელებთ ყვავილების თემატიკას. ამჯერად თქვენს წინაშეა საბავშვო ფოტოკამერების მწარმოებელთა კრეატივი. ეს პატარა გოგონა ელფის როლს ასრულებს. წარმოიდგინეთ თქვენს ბინაში ნამდვილი ტრანსფორმერი, რომელიც Panasonic-ის სუპერრეალისტური გამოსახულების მქონე ტელევიზორიდან გადმოვიდა. უფროსებს უკვე თავისი ფანტაზიები აქვთ:ისინი ისე არიან გატაცებული ფოტოგადაღებებით, რომე ვერ ხედავენ უფრო საინტერესოს მათ ირგვლივ. სხვები დამოკიდებულნი არიან PlayStation-ის სათამაშო ავტომატებზე. მაგრამ გაცილებით ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც მუდმივ ფასეულობებს აფასებს:ლამაზ ავტომობილებს, მშვენიერ ქალებს და ფერად-ფერად ყვავილებს. გასაოცარი არაა, რომ აქ ლიდერობას არავის უთმობს Highscreen-ის კრეატივი. ზოგიერთ კრეატიორს ჰგონია, რომ სილამაზე კი არ გადაარჩენს სამყაროს, არამედ იუმორი.ტექნიკისა და ელქტროსაქონლის გაყიდბის დროს ეს ხერხი საკმაოდ კარგად მუშაობს. კომპანიამ Electra სამზარეულოს გამწოვების რეკლამა წარმოადგინა ჰორორის ჟანრში სლოგანით: ცუდი სუნი ისევე არასასიამოვნოა, როგორც მოჩვენება. ასეთი გარე რეკლამა კი განსაკუთრებით მოსწონთ მტვერსასრუტების მწარმოებლებს. იმედია ეს ბებო ნამდვილი არაა. "ტრიალის მიზეზი აღარ არსებობს"-PANASONIC-ის ახალი მიკროტალღური ღუმელების რეკლამის სლოგანი. ბალერინა-ძროხა შოკშია ახალი ტექნიკით. ხშირად გვხვდება ხოლმე ასეთი არცთუ წარმატებული "შარადები"-სიტყვების შერჩევის დროს რეკლამიორებს მეტი სიფრთხილე მართებთ. 96 10-ს მოსწონს
|