საზოგადოება მიხეილ შუმახერი გარდაიცვალა? 2014, 7 თებერვალი, 22:06 თვენახევრის წინ მსოფლიო მიხეილ შუმახერის ტრაგედიამ შეძრა.თხილამურებზე სრიალისას დაშავებული ფორმულა-1-ის ლეგენდარული პილოტი მას შემდეგ კომაში იმყოფებოდა და მხოლოდ რამოდენიმე დღეა, რაც მისი ოჯახის წევრებსა და ფანებს კვლავ დაუბრუნდათ იმედი - შუმახერმა კომიდან გამოსვლა დაიწყო. თუმცა, ნომერ პირველი მრბოლელის აუარებელ ფანებსა და ახლობლებს მძიმე წუთების გადატანა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჟურნალი (“Titanic") ფორმულა-1-ის პილოტის გარდაცვალებას იუწყებოდა. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, ამის შემდეგ უკვე ინტერნეტ სივრცე მოიცვა შუმახერის გარდაცვალების ცრუ ინფორმაციამ. “დღეს გარდაიცვალა მიხეილ შუმახერი, მსოფლიოს უდიდესი ავტომრბოლელი"- ასეთი და მსგავსი სათაურებით იყო აჭრელებული Twitter-ისა და სხვა ინტერნეტ-საიტების გვერდები.საბედნიეროდ, გავრცელებული ინფორმაცია აბსურდული აღმოჩნდა და “შუმი" კვლავაც ცოცხალია. ინტერნეტ-მომხმარებლები კი მოითხოვენ, რომ მიხეილ შუმახერის პირადმა ექმიმმა ან/და მენეჯერმა კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოიწვიონ პრესკონფერენცია და საზოგადოებას ფორმულა-1-ის პილოტის მდგომარება გააცნონ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილება. თუმცა, ამასთან ერთად, ავტომრბოლელის ოჯახის წევრების, მენეჯერისა და პირადი ექიმის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, მათთვის არც თუ ისე ადვილი იქნებოდა პერმანენტულად ჟურნალისტების წინაშე შუმახერის ჯანმრთელობაზე საუბარი. 681 3-ს მოსწონს 1-ს არა
|