x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134629
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ყველა ხანდაზმული მოდელი მსოფლიოში-Carmen Dell’Orefice
image

image

დაიბადა ნიუ იორკში 1931 წელს. ზრდიდა მას დედა და ჰქონდა საკმაოდ რთული ცხოვრება. 2011 წლის 3 ივნისს ის გახდა 80 წლის, მაგრამ, როგორც ადრე, კარმენი დღესაც იღებს მონაწილეობას როგორც ფოტოსესიებში, ისე ჩვენებებშიც.

image


მისი სამოდელო კარიერა დაწყო 1942 წელს, როდესაც ის 11 წლის იყო. სამოდელო ბიზნესში კარმენი მოხვდა სრულიად შემთხვევით. ერთხელ ის ავტობუსში შენიშნა ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლემ. ფოტოგრაფმა გააკეთა რამოდენიმე სატესტო ფოტო. მალევე კარმენის

დედამ მიიღო წერილი სადაც ეწერა: "თქვენი გოგონა ძალიან ლამაზი და თავაზიანია, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ფოტოგენური".

image

თუმცა კარმენის ნათლიას სხვა მოსაზრება ჰქონდა ფოტოებთან დაკავშირებით. მან აჩვენა ისინი თავის მეგობარს კაროლ ფილიპს Vogue-ის რედაქტორს, რომელმაც, თავის მხრივ, გადასცა სურათები მთავარ რედაქტორს დიანა ფრილენდს.

image

ზუსტად ერთ კვირაში ერვინ ბლუმენფელდი იღებს კარმენს ვოგისთვის. მისი ფოტოები გამოქვეყნდა ჟურნალის მეჩვიდმეტე გვერდზე.

image

წინ მას ელოდა სამი წარუმატებელი ქორწინება, ქალიშვილის დაბადება, წარმატებული კარიერა და მისი გარდაუვალი ვარდნა, როდესაც ის "შედის ასაკში".

image

იგი 47 წლის ასაკში, როდესაც გარეგნობა აღარ გაძლევს მოდის ინდუსტრიაში მუშაობას(როგორც მას ეგონა), ერთ-ერთ წვეულებაზე ხვდება თავის მეგობარ ფოტოგრაფს ნორმან პარკინსონს, რომელიც მოულოდნელად სთავაზობს ფოტოსესიის მოწყობას.

image

სწორედ ასე გაჩნდა მსოფლიო მოდაში კარმენის ახალი იმიჯი: მოწიფული, დამოუკიდებელი, სექსუალური და ... ჭაღარა!

image

1993 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში.მან ითამაშა პატარა როლი

მარტინ სკორსეზეს ფილმში ""The Age of Innocence". ამას მოჰყვა მოდელის გამოჩენა მთელ რიგ ფილმებსა და სერიალებში.

2000 წელს მან წარმოადგინა ჯონ გალიანოს კოლექცია დიორისთვის.

image

მას შემდეგ, ის მოხვდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში როგორც "პოდიუმის მოდელი ყველაზე გრძელი კარიერით." ამ პერიოდში ის ჩნდება ჟან პოლ გოტიეს, ჰერმესის, დონა კარანას და მოსკინოს შოუებში.

image

და ამჟამადაც კარმენი წარმატებით აგრძელებს მუშაობას და თავისი მაგალითით ის ამტკიცებს, რომ ასაკი და სილამაზე - საკმაოდ თავსებადი კონცეფციაა.

2
46
3-ს მოსწონს
ავტორი:ირე
ირე
46
  
2014, 7 თებერვალი, 12:58
ძალიან ელეგანტური, დახვეწილი და ლამაზი ქალბატონია
2014, 6 თებერვალი, 21:07
შესაშური ქალურობაა,შენარჩუნებული ყველა ასაკში ისე,როგორადაც ეს იმ ასაკს ეკადრება...დახვეწილობის ზენიტი!
0 1 2