საზოგადოება "ფეისბუკის" დამაარსებელს მარკ ცუკემბერგს ქართველი მამა ჰყავს?! 2014, 5 თებერვალი, 22:33 საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ "facebook"- ის საკუთარ გვერდზე სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ბონდო ქურდაძე წერს, რომ "ფეისბუქის" დამაარსებელი მარკ ცუკემბერგი ქართველი ექსტრასენსის თამაზ ჭეიშვილის შვილია.
"მეგობრებო, ბატონ თამაზ ჭეიშვილის მომავალო ბიოგრაფებო, კარგად დააკვირდით ამ სურათს და აუცილებლად აღმოაჩენთ მარკ ცუკემბერგის და ბატონ თამაზ ჭეიშვილის თვალების წყლიან, ალალ და გულუბყვილო გამოხედვათა საოცარ მსგავსებას და ამ ორი პიროვნების განუზომლად დიდი ნიჭიერების ჰარმონიულ თანხვედრას. ამას თუ დავუმატებთ, თამაზ ჭეიშვილის დღემდე საიდუმლოებით მოცულ მოგზაურობას, 1983 წლის აგვისტოს თვეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში (შეგახსენებთ, რომ ფეისბუკის დამაარსებელი მარკ ცუკემბერგი, 9 თვის შემდეგ, 1984 წლის 14 მაისს მოევლინა ქვეყანას), რომელმაც იმდროინდელი საბჭოთა კავშირის "კაგებეს" წარმომადგენლებს, მრავალი კითხვის ნიშანი დაუტოვა, რადგან 1984 წლის 15 მაისს, ე.ი. მარკის დაბადების მეორე დღეს, გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში", იბეჭდება ამავე გაზეთის თანამშრომლის თამაზ ჭეიშვილის სკანდალური წერილი: ნაყოფი, რომელიც მე ამერიკაში დავრგე..., "რომლის შენიღბული, ქვეტექსტური შინაარსი, დღემდე, ანუ ამ პოსტის დაბეჭდვამდე, ვერავინ ამოხსნა(?!)...ალბათ, თქვენთვის ნათელი გახდა, თუ რა კავშირია ამ გენიალურ პიროვნებათა შორის. "გიხაროდენ საქართველოვ", კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი შეემატა ჩვენს ბედკრულ ქვეყანას! ფეისბუკმა, საბრალო მარკს, ნამდვილი მშობელი მამა აპოვნინა და წერტილი დაესვა 30 წლის საიდუმლოს და ბატონ თამაზ ჭეიშვილის შეჭირვებულ, გაუსაძლის ცხოვრებას. ფრთხილათ, ბატონო ბიძინა, ნუ გვაბოლებ სამოქალაქო სექტორებით, წინ ახალი გამოწვევებია, ჰორიზონტზე ორი მილიარდერი, მამაშვილი თამაზ და მარკ ჭეიშვილები მოაბიჯებენ!, "–წერს ბონდო ქურდაძე. 540 2-ს მოსწონს 4-ს არა
|