საზოგადოება ,,თევზაობა აკრძალულია!"- ასეთი აბსურდულია სოჭის ტუალეტებში ამკრძალავი აბრები 2014, 5 თებერვალი, 22:24 რუსეთი კვლავც განაგრძობს მსოფლიოს გაოცებას.ჯერ იყო და ოლიმპიადისათვის მოწყობილ ტუალეტის კაბინებში ორი უნიტაზი დადგეს ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ახლა კი უკვე მეტად სახალისო ამკრძალავი აბრები გამოაკრეს მათ თავზე. მათი ფოტოები ფართოდ და სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.აღნიშნულზე ოლიმპიადის მონაწილე კანადელი სნოუბორდისტი სებასტიან ტუტანიც ხალისობს თავის Twitter-სის გვერდზე, სადაც მას ეს ფოტოები აქვს გამოქვეყნებული.
“თევზაობა აკრძალულია!"- ვკითხულობთ ერთ-ერთ აბრაზე. თუმცა, ეს ერთადერთი სახალისო აბრა არ არის.აი, კიდევ ერთი სოჭის ტუალეტის შესასვლელ კარზე გაკრული ეს ნიშანი სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შემდეგნაირად განმარტეს: სავარაუდოდ, ეს არის იმისათვის, რომ სტუმრებმა კარი ფეხით არ შეაღონ.როგორც ჩანს, რუსები სწორედ ასე იქცევიან. ამკრძალავმა აბრებმა დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია მნახველებში.მათთვის სრულიად გაურკვეველია ამ ნიშნების რეალური არსი და მათი შექმნის როგორც მიზეზი, ასევე მიზანიც. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ალბათ, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.საინტერესოა, კიდევ რითი აპირებს რუსეთი სოჭის სტუმრების გაკვირვებას. ოლიმპიადის დაწყებამდე სულ რაღაც ორი დღე დარჩა, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სტუმრებისათვის განკუთვნილი სასტუმროების მშენებლობა-მოწყობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.როგორც ჩანს, რუსებისთვის ტუალეტები სმოწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასტუმროების. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენები ოლიმპიადას 9 თებერვალს გახსნიან, სავარაუდოდ, მათ გულშემატკივრები მრავლად ეყოლებათ, რადგან შვეიცარიის საკონსულოსთან სოჭში გამგზავრების მსურველები საკმაოდ არიან. 95 5-ს მოსწონს
|