x
image
მანჩო 777
მამამ შვილის ოცნება შეასრულა: მოიყვანა მისთვის თოვლი
სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები სამი წლის გოგონა ოცნებობდა თოვლზე, რადგან ის ტელევიზორის გარდა სახვაგან არსად ენახა. პატარას მამამ სანატრელი ოცნება შეუსრულა.

image

შაბათ დღეს, როცა ბავშვის მამა არ მუშაობდა, მან პატარა ცდა ჩაატარა თავისი გარაჟის წინ აი ასეთი მოწყობილობის მეშვეობით.

image


გონებაგამჭრიახ მამიკოს ბუნებამაც შეუწყო ხელი: რადგან ტემპერატურა 17 გრადუსამდე დაეცა, მან შეძლო თოვლის 8 სანტიმეტრიანი ფენის მიღება.

image


რახან ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა, მეორე დღეს იგივე ექპერიმენტი თავისი სახლის წინ გაიმეორა: მისი წყალობით ჩარლსტონში მთელი საათის განმავლობაში მოდიოდა თოვლი, თუმცა ტემპერატურა უკვე 26 გრადუსი იყო.

image


ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები გაკვირვებით უცქერდნენ დათოვლილ ეზოს.

image

ბავშვების რეაქცია შეუდარებელი იყო: ამ დღეს მათზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იყო.

image


"ვერც კი წარმოიდგენთ, რა გახარებული იყვნენ ჩემი შვილები. მე ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩრდილოეთში ცხოვრობენ, მე იდიოტად ჩამთვლიან, მაგრამ მე ეს სრულებით არ მადარდებს. მე ჩემს გოგონას ოცნება შევუსრულე"-განაცხადა გონებამახვილმა მამიკომ.

5
321
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
321
  
2014, 7 თებერვალი, 22:15
რა მაგარი მამაა ^–^ ბრავო! :)
2014, 5 თებერვალი, 20:33
ნეტა რანაირი თოვლი იყო?:)
2014, 5 თებერვალი, 20:30
მაგარი კაცია მამა :) თოვლის ბაბუაც რომ გაუკეთებია
2014, 5 თებერვალი, 20:28
ძალიან:)
2014, 5 თებერვალი, 20:27
საყვარელი მამიკო ყავთ :P
0 1 5