საზოგადოება რამდენ ხანს გაგრძელდება უჩვეულო ყინვები საქართველოში? 2014, 4 თებერვალი, 22:03 ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში უჩვეულო ყინვებმა დაისადგურა.უხვად მოსულმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები რეგიონებში შექმნა, სადაც თოვლის გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქების მთავარ ქუჩებზე ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა იმდენად ძლიერი ყინვებია, რომ ღამით ნადნობი თოვლი კვლავ იყინება და სახიფათოს ხდის ტრანსპორტით მოძრაობას. თუმცა, პრობლემა მხოლოდ სამანქანო გზა არ არის, ფეხით მოსიარულეებიც დიდ გასაჭირში არიან მოლიპული ტროტუარების “წყალობით".ხშირია სხეულის დაზიანებებიც, საავადმყოფოებში მკვეთრად იმატა გაუარესებული ამინდის შემდეგ პაციენტების ნაკადმა.
გარდა გზებისა, მძიმე პრობლემას წარმოადგენს წყლის მილების გაყინვა.მაცხოვრებელთა უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს სასმელი წყლის მიწოდება, ხშირ შემთხვევაში კი მილები არა მარტო გაყინულია, არამედ გახეთქილია.
როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ტემპერატურა შედარებით დათბება 6-7 თებერვლის შემდეგ, თუმცა ღამის განმავლობაში კვლავაც ყინვები შენარჩუნდება.
ყინვამ ქუჩებში ადამიანთა რაოდენობაზეც იქონია გავლენა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ყველა ერიდება სახლიდან გარეთ გამოსვლას.მათთვის კი, ვინც შინ კომპიუტერთან მოკალათებულა, გულის გასაყოლებლად ერთ სახალისო ფოტოს წარმოგიდგენთ, რომელიც ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე გადავიღე.როგორც, ეტყობა ყინვამ ტაბლოებიც უფრო მგრძნობიარე გახადა.
91 6-ს მოსწონს
|