საზოგადოება ბრძოლა სიცოცხლისათვის ანუ თანამედროვე რობინზონი 2014, 3 თებერვალი, 20:10 ეს პირველი ფოტოსურათია " ადამიანი-სასწაულისა წყნარი ოკეანიდან"-მეთევზისა, რომელმაც ღია ზღვაში ერთ წელზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ის იკვებებოდა კუს სისხლით, თოლიების და თევზების უმი ხორცით, დრეიფობდა რა მარტოდმარტო ყველაზე დიდი ოკეანის წყლებში. ხოსე სალვადორ ალბანიაგა ივანი MailOnline-ის რეპორტიორებისათვის გაღიმებასაც კი ვერ ახერხებდა, როცა ის მარშალის კუნძულებზე პორტში მიიყვანეს. "ცოცხალი ვარ, მე ცოცხალი ვარ..მე გადავრჩი"-გამუდმებით იმეორებდა ის. როცა მას დაუწყეს გამოკითხვა, თუ როგორ გაძლო ასეთ პირობებში ერთი წელი, მან პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მხოლოდ თქვა, რომ არაფერი არ ახსოვს, მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა გამუდმებით თავში, რომ ირგვლივ ოკეანეა, უზარმაზარი ოკეანე. ხოსე თავის ახალგაზრდა თანაშემწესთან ერთად ელ სალვადორიდან გავიდა ოკეანეში ზვიგენებზე სანადიროდ 2012 წლის 21 დეკემბერს. მალე მწყობრიდან გამოვიდა ნავის ძრავა და ისინი უკიდეგანო ოკეანეში აღმოჩნდნენ. ხოსეს მცდელობა, როგორმე დიდი ლაინერების ყურადღება მიექცია, უშედეგო აღმოჩნდა. ისინი გამუდმებით დრეიფობდნენ წყალში, ხოსეს თვალწინ მოკვდა მისი დამხმარე, რომელიც სულ 18 წლის იყო. ხოსე კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე იბრძოდა სიცოცხლისათვის, ჭამდა რა უმ თევზს, თოლიების ხორცს და წყურვილს ხან საკუთარი შარდით, ხან კი კუების სისხლით იკლავდა. როცა ის ხომალდზე აიყვანეს, მან თქვა:'' მე გადავრჩი იმიტომ, რომ გამუდმებით ვლოცულობდი, ვლოცულობდი დღისით და ღამით. მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ გადავრჩი". მას შემდეგ, რაც ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მედიკოსებს სთხოვა საკუთარ ოჯახში დარეკვის საშუალება მიეცათ, სადაც ცოლი და 8 წლის ბიჭუნა ჰყავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას არც სახლის მისამართი და არც ტელეფონის ნომერი არ ახსოვდა, სოფლის სახელიც კი ვერ მოიგონა, სადაც ცხოვრობდა. ხოსეს ისიც კი არ ახსოვს, რამდენი წლისაა. ის 36-38 წლამდე ასაკისაა, თუმცა გადატანილი შოკის გამო გაცილებით ხნიერად გამოიყურება. "ის თითქოს ჩვენთანაა, მაგრამ ამავე დროს მისი აზრები და ფიქრები შორს დაქრის, კვლავ დეზორიენტაციას განიცდის "-ამბობს თარჯიმანი. სისხლის წნევა ხოსეს ძალიან დაბალი ჰქონდა, ის გაჭირვებით გადაადგილდებოდა, მაგრამ შეშფოთებას იწვევს მისი არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური მდგომარეობა: შეიძლება ის ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯოს სიკვდილის შიშის, გამუდმებული წყურვილის და შიმშილის სიმპტომებით. ის, რომ მას თანაშემწე ხელში ჩააკვდა, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ხოსეს სრული სიმშვიდე, ოჯახური ატმოსფერო და ფსოქოთერაპიული კურსი ესაჭირობა. ხანგრძლივმა დასვენებამ შეიძლება მისი მეხსიერება აღადგინოს და მან შეძლოს დეტალების გახსენება. ვუსურვოთ თანამედროვე რობინზონს გამოჯანმრთელება და თავის ოჯახში მშვიდი ცხოვრება! 346 12-ს მოსწონს
|