ღამით სანთელი ანათებს გრძნობებს
მე მონატრების ქარ-ცეცხლში ვიწვი
გარეთ კი კვლავ თოვს, სიზმრები თრთიან
გრძნობები კრთიან შეხებით ცივით
მე უშენობის წუთებმა მომკლა
სულში ჩანერგა სიცოცხლის ზიზღი
ბევრჯერ მითხარი, რომ მე დავმარცხდი
თუმცა მე მაინც, მე მაინც ვიბრძვი
მინდა რომ გავისროლო ტყვია პოეტურად
მოვკლა სამყარო მთვარიან ღამით
მერე შენს ლამაზ ტუჩებს ვემთხვიო
მარადისობად ვაქციო წამი
მსურს შენს თვალებში ვიქცე ცრემლებად
გადმოვიღვარო ღიმილად.. სევდად
და გავიყოლო შენი ტკივილი
რომ შეგეწირო ოცნებად.. რწმენად..
აღარ მახარებს უშენოდ ფიფქები
ვეღარ აღვიქვამ წვიმას.. ქარს.. ზამთარს...
ცისარტყელები ცვივა ფიფქებად
მე კი ვუწოდებ უფერულ მარაზმს
ნუ თუ ყოველთვის ეს ასე ხდება
წრფელი გრძნობები რჩებიან მარად
მარადიული სიზმრების ფონზე
ისახებიან სხეულზე შრამად
მე შენ არაფერს არ გსაყვედურობ
მხოლოდ ცრემლებით დაგედევნები
კვლავ დავიჩოქებ მე შენს ფეხებთან
გაგაღმერთებ და.. გეამბორები
უსასრულო გზის დასასრულს ვეძებ
აკრძალულ გრძნობებს სცივათ “საკანში"
სულში გამეფდა უშენო ტკივილი
და მინადგურებს სხეულს მარაზმით
დამსხვრეულ სულიდან სიცოცხლე ჟონავს
იცლება ნელა.. ნელა... წვეთებით
მოდი.. დარჩენილ დღეებს გაჩუქებ
მე არ მჭირდება უშენოდ ფერები
დავხუჭავ თვალებს, მგონია ვკვდები
სიკვდილიც თითქოს არ მოდის განგებ
სიჩუმეში კი წვიმის წვეთები
სამგლოვიაროს უკრავენ ჰანგებს
იცი? ხანდახან მჟერა “ტყუილის"
და თავს “ვიტყუებ" რომ შენ კვლავ მოხვალ
თვალს ვერ ვუსწორებ ჩუმ რეალობას
ვიცი არ მოხვალ.. მჯერა რომ მოხვალ...
:)
სადაც კი ტვირთავ ლექსებს, ყველგან ვკითხულობ და სულ მგრიზავ ხოლმე :)
ისე ლექსი მომეწონა ძალიან :**