x
ჩემი ლექსები

...
და როგორ ფიქრობ, ჩემში სული დევს?
იქნებ იღიმის უბრალოდ გვამი
და რეალობის მდუმარე განცდით
უკვდება წუტი.. უკვდება წამი..
და იქნებ უბრალოდ გაქრა ცხოვრება
ჩუმად ჩაიძირა უდაბურ ტევრში
იქნებ და ზეცის ცრემლების ფონზე
გადაიბუგა ოცნება ცეცხლში
და გამოხედვა გახდა უმიზნო
ჰგავს შავ-თეთრ მდელოს“ გვამებით მოსილს
და რეალობის ილუზიებში
გარდაცვალების დროება მოდის
და ოცნებები ზღვისფერი ხდება
მექანიზმები ჩერდება გულის
კარიბჭეების დალეწვას ლამობს
გამოკეტილი სხეუში სული
აქ გარდაცვლილი უმანკო ცოდვით
სისხლში ამღვრეულ ცრემლებს არჩენენ
და ოცნებების სამარხებში მყოფს
მათ დახოცვაში მევე მამხელენ
და მეც ურიტმო გულის ბიძგებით
ლოყებს უცრემლო ზიზღით ვისველებ
და ადრეული სიზმრებით მოსილ
ფერად სამყაროს ვეღარ ვიხსენებ
და.. როგორ ფიქრობთ.. დევს ჩემში სული?
გვამების მხოლოდ ფიქრები დარჩა
და რეალობა ჩუმ ნაბიჯებად
წავიდა ჩემგან..ფიფქებად გაქრა

...
ათასი ოცნება მიწაზე გაბნეული
თითქოს მთლიანობა, უკვე დამსხვრეული
ათასი ღიმილი მიწაზე მიყრილი
თითქოს წარსულის სევდა და ტკივილი
აღარ არსებობს სხეული.. სული..
აღარ არსებობს ცა, მზე და მთვარე
მივყვები ქუჩებს ცოდვებით მძიმე
გადარილ ოცნებებს ვარიდებ თვალებს
რამდენი ცხოვრება უაზროდ მოსვრილი
რამდენი ცრემლი უაზროდ ნახარჯი
რამდენი ოცნება უაზროდ ნაიქრი
რამდენი ცოდვა.. რამდენი მარაზმი...
და დაიკარგა ჩემი სამყარო
უროლო ნიგბებში უკვალოდ ამერია
დრო შევწყვიტო უკვე “თამაში"
სანამ “უროლოდ" არ დავრჩენილვარ

...
ისევ ტკივილი შევუშვი ვენაში
და ოცნებები აივსო კაიფით
ისევ ვიცეკვე ტკივილთან “ტანგო"
ისევ გავერთე აის-დაისით
ისევ ოცნება გადმოდის ჩემგან
სისხლგარეული ცრემლების სახით
სულდაკარგულს და უემოციოს
არ მეშინია არც ჯვრის.. არც ხატის..
თამამად ვიტყვი, გამყიდა ღმერთმა
მიმცა ჯოჯოხეთს, სავსეს სიცივით
გადავიქეცი სიცრუის ლუკმად
რომელსაც მუდამ სტანჯავს შიმშლი
თუმც არ მწყენია.. მეც ხომ გავყიდე
ძე ღვთის, იესო, 30 ვერცხლად
და უსირცხვილოდ ვაღიარებ რომ
წინა ოცნებას “იუდა" ერქვა
ვიცი, არ გესმით ჩემი ნათქვამი
თქვენთვის სამყარო სულ სხვა ფერია
მე სიძულვილით ისე ვარ მთვრალი
უკვე ნაბიჯიც კი ამერი

...
ჩუმ, უგღზნობ თვალთა ცივ მზერას ვხედავ
მათ თქვეს, რომ ჩემი ჟამი წავიდა
მე უძლური ვარ, ბორგავს სხეული
და სათქმელს ისევ ვიწყევ თავიდან
შიშით დავცქერი ფურცლის ნაფლეთებს
ესღა შემომრჩა ცხოვრების წიგნიდან
და უსასრულო დროების ფონზე
სხეულს სატანა კაწრავს შიგნიდან
ტკივილი კი თოვს.. უმანკო სხეულს
ცოდვები იქად ესება სულზე
მე, ოცნებების “უბადლო" მკვლელი
კვალ კუბოებში ვათავსებ წუთებს
ბოლო მარცვალი ქვიშის საათში
ჩამესმის თითქოს ზართა გუგუნი
სხეულს მიყინავს სიჩუმის ფონზე
გარდაცვალების ცივი ჩურჩული
და ვგრძნობ, ტკივილი გაყინულ ხელებს
როგორ მიშვებს და როგორ გამირბის
მარტოდ დარჩენისლ სადლავთა ტყეში
ოცნება მსტუმრობს ტეტრი გარიშხლის
ჩემი ცხოვრება წიგნი ყოფილა
შუექმნელი და.. დაუწერელი
ალბათ რითმებიც არსად არ თქმულა
თეთრი, მაგინჯი, დაუმსხვრეველი
თუმცა ბგერები მრავალჯერ ითქვა
ბევრი ტკივილის.. ბევრი სიცრუის..
ყველამ თითოჯერ გულში გაიარა
და შექმნა წუთი.. წუთი სიჩუმის

...
გარეთ ისევ წვიმს.. ჯერ კვლავ ღამეა..
გარეთ ისევ წვიმს.. და კვლავ იწვიმებს
მე ვგრძნობ მეზება ამაოება
როგორც დაკარგულ ოცნების სიცივე
გარეთ კი კვლავ წვიმს.. სველი იქრები
შეაჩერებენ სინათლის სხივებს
მე აღარ მინდა სხვას დავაბრალო
ჩმი სიჩუმე, და ხმაურს ვიწყებ
და.. აღარ მახსოვს რა იყო გუშინ
არსებობდა კი წარსულის ღამე?
და არეული სიმფონიებით
თვითმკვლელობისკენ ვუბიძგებ მთვარეს
ციდან მიყურებს სახე მრავალი
ვარსკვლავებად რომ გადაქცეულან
და დემონები მიფლეთენ სხეულს
იესოს ჯვარი კვლავ წაქცეულა
ურწმუნო ხალხთა ბინძური ხედვით
ქრისტეს წრილობებს გადმოსდით სისხლი
მე არ ვიცოდი.. ახლა ვიგემე
ჩამომსხვრეული ოცნების “შიში"
და ასრულებულ მახინჯ ოცნებას
ტკივილის ისარს ვუმიზნებ სულში
სიჩუმეში თოვს ილუზიები
რეალობაზე მერევა გული
მინდება მოვკლა ოცნება.. რწმენა..
არსებული თუ.. არ არსებული
უცნაურია უკვე დამთავრდა
ცხოვრება, ჯერაც არ დაწყებული

...
არა აქვს აზრი ოცნების ქონას
არც დიდს.. არც მცირეს დრო აღარ ინდობს
და მე არ ვიცი წარსულის აჩრდილს
როდიდან მივსდევ.. როდემდე ვსდიო
დასრულდა დრო დღის.. უმანკოების..
დროა გამეფდეს ოცნების ღამე
და დემონების მიერ პყრობილი
ანგელოზები ითხრიან თვალებს
დროა სატანამ მთელი სამყარო
დაასაფლავოს ზიზღის მორევში
და აღსასრული, ჩემზე უგულო
ცრემლებს აღვრიდეს ნანატრ ლოცვებში
დრო არის.. ზარმა ჩამოჰკრა თორმეტს
მე გავისროლე თორმეტი ტყვია
და სულმოკლული სიჩუმის გვამმა
ამოანთხია სხეული სისხლად
დროა.. სამყარომ დაღვარა სისხლი
და სიჩუმეში გაისმა გმინვა
დამთავრდა ცივი, ბნელი სიზმარი
მე დაკარგული ოცნება მტკივა

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:გველი
გველი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0