x
image
მანჩო 777
ჰოლივუდი შოკირებულია ფილიპ სეიმურ ჰოფმანის უეცარი გარდაცვალებით
image
ჰოლივუდი შოკირებულია ცნობილი მსახიობის ფილიპ სეიმურ ჰოფმანის უეცარი გარდაცველების გამო. 46 წლის მსახიობის გვამი იპოვეს კვირა დილით მის აპარტამენტებში, რომელიც მანჰეტენის რაიონში მდებარეობს. როგორც ტელეარხი CNN აცხადებს, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღება.

კოლეგები სამძიმარს გამოთქვამენ და გლოვობენ ჰოფმანის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებთან ერთად, განათავსეს რა თანაგრძნობის სიტყვები სოციალურ ქსელებში. მსახიობმა ჯულიანა მურმა, რომელმაც ჰოფმანთან ერთად ითამაშა ფილმებში :"ღამე ბუგის სტილში" და "მაგნოლია", განაცხადა, რომ ის თავს იღბლიან ადამიანად თვლის, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანთან მოუწია მუშაობა."მთელი არსებით ვუთანაგრძნობ სეიმურის ოჯახს"- წერს ის თავის გვერდზე.

ტომ ჰენქსის ( მან გარდაცვლილ მსახიობთან ითამაშა ფილმში "ჩარლი უილსონის ბრძოლა") სიტყვებით :"დღე

, როდესაც ფილიპი წავიდა ამქვეყნიდან, ყველაზე უბედური დღეა მათთვის, ვინც ამ უნიჭიერეს ადამიანს იცნობდა".


"სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს საშინელებაა"–გამოთქვამს თავის გულისტკივილს ჯორჯ კლუნი.

2006 წელს ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა მიიღო "ოსკარი" მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლისათვის ფილმში"კაპოტე", რომელშიც ცნობილი ამერიკელი მწერლის ტრუმენ კაპოტეს როლი შეასრულა.

2012 წელს ის მიჩნეული იქნა საუკეთესო მამაკაც მსახიობად ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე-ფილმში "ოსტატი" მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ცნობილია აგრეთვე შემდეგ ფილმებში მონაწილეობით:"ქალის სურნელი", "ნიჭიერი მისტერ რიპლი", "ადამიანი, როემლმაც ყველაფერი შეცვალა", "ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი", "25-ე საათი" და სხვა.

მისი ბოლო ნამუშევარი იყო პლუტარქ ჰევენსბის როლი ცნობილ ფილმში "შიმშილის თამაშები".

imageimageimageimageimage




12
45
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
45
  
2014, 4 თებერვალი, 16:44
:)
2014, 4 თებერვალი, 16:40
ხოდა ორი ყურის თეორია ყოველთვის ამართლებს და შენც არ გესწავლება :)))
2014, 4 თებერვალი, 16:37
გეფიცები, არ მინახავს აქ ვინმემ თუ ამ საბრალო მსახიობის გარდაცვალებაზე დაწერა, თორე მართლა აღარ ვთარგმნიდი. რას ვიზამთ, აქეთ შემოდავების პრინციპით ხელმძღვანელობენ ზოგიერთები.:)
2014, 4 თებერვალი, 16:34
პლაგიატს რა უჭირს მანჩო, რატომ აქვთ პრეტენზია არ მესმის მართლა და მე უკვე 3-ედ დავიჭირე ზუსტად ჩემი სტატია რომ დააკოპირეს სიტყვა-სიტყვით. :)) უსაქმურები.
2014, 3 თებერვალი, 21:02
ჩემგან რას მოითხოვთ, ვერ გავიგე..ეტყობა აქ ახალი ხართ. აქ უამრავჯერ მინახავს ჩემი სტატიის ზუსტი ასლი, მაგრამ პრეტენზიები არავისთვის წამომიყენებია. ყველას თავისი წყარო აქვს, საიდანაც თარგმნის და ადმინისტრაციამ უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს.
2014, 3 თებერვალი, 20:57
თქვენი სტატია არ მინახავს, თორე პლაგიატობა მეც არ მიყვარს:()
2014, 3 თებერვალი, 20:47
არა ეგ რატო უნდა მეგულისხმა :D პროსტა ინტერმედიამ კარგი იქნება სურათებივით და ვიდეოებივით ესეც აკონტროლოს რა... ხო ხვდები პირველი ეხლა მე დავწერე და აგერ უკვე 3 ასეთი დაწერეს და ცოტა უაზრობაა მომხარებლებისთვის და მწერლებისთვისაც. ლუი ანდერსონის გამხმოვანებელს ლუი ანდერსონი ერქვა :))
2014, 3 თებერვალი, 20:26
ჰგავდა, უფრო სწორად:(((
2014, 3 თებერვალი, 20:26
ეგ ნამვილად არ ვიცი..ისე კი ძალიან ჰგავს':)
2014, 3 თებერვალი, 20:25
ეს ლუი ანდერსონის გამხმოვანებელია?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10