x
image
კატაპულტი
რატომ გვეშინია სიკვდილის?

რატომ გვეშინია სიკვდილის?იშვიათია ადამიანი, სიკვდილის რომ არ ეშინოდეს.თქვენ წარმოიდგინეთ, მათაც კი, ვისაც თვითმკვლელობა აქვს განზრახული, ხშირად სიკვდილის შიშით შეუცვლიათ გადაწყვეტილება. რაშია საქმე? რატომ ეშინია ყველას სიკვდილის?


საზოგადოებაში გამჯდარია აზრი, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული არსებობას განაგრძობს, საფუძველი კი სხვადასხვა რელიგიებიდან მოდის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი.მეცნიერების ვარაუდით, ადამიანში სიკვდილის კი არა სიცოცხლის შეწყვეტის შიში ბუდობს.გარდაცვალების ცნება შეიცავს საშიშროებას ადამიანმა თავისი ცხოვრება იმ ქვეყნად განაგრძოს ავად სახსენებელ ჯოჯოხეთში, სწორედ ეს უქმნის ადამიანს პანიკის საფუძველს.შესაბამისად, სიკვდილის შიში უფრო ნაკლებად აქვთ მორწმუნე ადამიანებს, მით უმეტეს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რადგან ისინი ყოველ დღეს ისე ატარებენ, როგორც უკანასკნელს ამ ქვეყანაზე.

ადამიანთა უმრავლესობა ღრმადაა ჩაფლული ამქყვეყნიური ცხოვრების კომფორტულად მოწყობისათვის:გარდა კეთილსინდისიერი სწავლისა და შრომისა, ზოგჯერ (თუ არა ხშირად) ტყუილსაც არ თაკილობენ, ზოგს სხვისი მოკვლაც კი დასაშვებად მიაჩნია საკუთარი კეთილდღეობისათვის და წარმოიდგინეთ ასეთი ადამიანებისთვის რას ნიშნავს სიკვდილი, ანუ ამ ყველაფრის დათმობა.

ძველი ბერძნები კი ამბობდნენ: “ვისაც სიკვდილის ეშინია, სიცოცხლის აზრი ვერ შეუცვნია."

9
659
8-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
659
  
2014, 8 თებერვალი, 15:36
მეც. ზოგს მხოლოდ იმიტომ ეშინია სიკვდილის, რომ იციან, ბევრი ცოდვის გამო ჯოჯოხეთში მოხვდება. მე კი არ მეშინია, რადგან თუ არ ვარ ღირსი ადგილი სასუფეველში დავიმკვიდრო, დაე დავიტანჯო სამარადისოდ და მოვხვდრ ჯოჯოხეთში, ხოლო თუ ცოდვებზე მეტი სიკეთე მაქვს გაკეთებული, მოვხვდე სამოთხეში. აი ვინც იცის, რომ ჯოჯოხეთში მოხვდება, მისი არ დატანჯვის გამო, სხვასაც მოკლავს და თუ საჭირო იქნება ერთს კი არა ორს და მეტსაც კი გაისტუმრებს იმ ქვეყნად.
2014, 8 თებერვალი, 12:48
მე არ მეშინია სიკვდილის მე მხოლოდ ღვთის მეშინია!
2014, 3 თებერვალი, 6:30
მე არ მეშინია.....
2014, 2 თებერვალი, 22:32
ღმერთმა დაგვიფაროს ყველა უდროო სიკვდილისაგან,თუმცა ყველაფერი უფლის ნებაა
2014, 2 თებერვალი, 18:50
ღმერთს მადლობა რომ არ მეშინია
2014, 2 თებერვალი, 14:00
ჰო:(
2014, 2 თებერვალი, 13:51
ხოდა მაგას ვამბობ ყოველდღე პატარაების სიკვდილი მესმის.
2014, 2 თებერვალი, 13:48
ყველა გულდასაწყვეტია,მით უმეტეს ახალგაზრდა:(
2014, 2 თებერვალი, 13:43
ცუდია ახლაგაზრდა რომ გარდაიცვლება მაგაზე მწყდება გული;(
0 1 9