x
ელიტის როლი ერის მშენებლობის პროცესში
კაცობრიობამ დაარსების დღიდან თანამედროვეობამდე განვითარების მრავალი სტადია გაიარა. ამ დროის განმავლობაში, ელიტა საზოგადოების გარდაქმნისა და ჩამოყალიბების თანმდევი "მოვლენა" იყო. ტერმინი ელიტა ფრანგული წარმოშობისაა და საზოგადოების ზედა ფენას, "რჩეულ ნაწილს" ნიშნავს. ის მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფია, რომლის წარმომადგენლებსაც წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები უკავიათ საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ სფეროებში, როგორიცაა: პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა და სხვა. სწორედ ეს სფეროები განსაზღვრავენ საზოგადოების ფორმირებასა და მის ერთიანობად ჩამოყალიბებას. ისმის კითხვა: "მიუძღვის თუ არა ელიტას როლი ერის ჩამოყალიბებაში?"ვფიქრობ, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც საზოგადოების, ასევე ერის მშენებლობის პროცესში. ამ ფაქტს, ისტორიის მანძილზე ბევრი მოვლენა გვიდასტურებს. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის მაგალითი, რომ ელიტამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ადამიანთა ერთობის, მასობრივი კულტურის ფორმირებაში. რაც მსოფლიო საზოგადოებებისათვის ეთნიკური კუთვნილების გააზრების, საბოლოოდ კი, ერების შექმნის წინაპირობა გახდა. აქედან გამომდინარე, ელიტა ის ნაწილია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ერის მშენებლობის პროცესში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კაცობრიობის განვითარების სტადიებზე, ელიტა ყოველთვის იყო ერის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ბევრი ხალხის კულტურა ისეთ პერიოდში შეიქმნა, როცა საზოგადოებაში გამორჩეული ზედა ფენა, ელიტა არ არსებობდა. მაგრამ ეს მიდგომა, ტომობრივ, ჯერ კიდევ არაცივილურ საზოგადოებებში გამოიყენება. რაც ეხება თანამედროვე ერს, მას მცირედი დოზითაც არ აქვს ამ პერიოდში შექმნილი კულტურა შემონახული.

ელიტამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ადამიანთა ერთობის, ერის ფორმირებაში. ეთნოსი და განსაკუთრებით ერი, ვერ იასებებს კულტურის გარეშე, რადგან კულტურა, მისი ძირითადი და აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. კულტურა ის ელემენტია, რომელიც კრავს და ერთ ჭერქვეშ აერთიანებს ეთნოსებს. სწორედ ელიტა არის ის ძალა, რომელმაც მასობრივი კულტურის განვითარებასთან ერთად კულტურის განვითარებასაც შეუწყო ხელი, რაც, საბოლოოდ, ერის შექმნის წინაპირობა გახდა.

დასავლურ საზოგადოებებში მასობრივი კულტურის და ამასთან ერთად ერის ჩაოყალიბება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. მაგრამ აქაც შენელებული იყო ეს პროცესი, რადგან კარგად არ იყო განვითარებული კომუნიკაცია. ელიტამ დიდი როლი ითამაშა ამ დროს თანამედროვე ერის მშენებლობაში. ის იყო საზოგადოებაში კულტურის გამავრცელებელი, რაც ხალხში ერთიანობის და კულტურის გრძნობას წარმოშობდა.


აღსანიშნავია, ის ნაშრომები, რომლებიც ვილფრედო პარეტოს ეკუთვნის ზოგადად ელიტასთან და მის როლთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში. პარეტოს აზრით, ელიტა არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელთაც დანარჩენები ემხრობიან, მათ აზრს იზიარებენ და ასრულებენ. ეს ნააზრევი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ელიტა საზოგადოების რჩეული ნაწილია, რომელთაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. "ისტორია არის არისტოკრატიათა სასაფლაო", მართლაც არისტოკრატია, რომელიც ელიტის სახით გვევლინება დიდ გავლენას ახდენს ერის მშენებლობის პროცესზე, რომელიც დროთა განმავლობაში ისტორიად იქცევა.

და ბოლოს, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ელიტა არის ორგანიზებული უმცირესობა არაორგანიზებული უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას ახდენს ამ უკანასკნელზე და, რაც მთავარია, თამაშობს უდიდეს როლს ერის ჩამოყალიბების პროცესში.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0