ტკბილეული შოკოლადის სალიამი 2014, 31 იანვარი, 20:53 ინგრედიენტები: ● ნამცხვარი (печенья) - 2 შეკვვრა ● შავი შოკოლადი - 100 გ. ● კარაქი - 100 გ. ● კაკაო - 5 სუფრის კოვზი ● შესქელებული რძე - 1 კოლოფი ● შაქარი - 2 სუფრის კოვზი ● ნიგოზი, ნუში და თხილი - გემოვნებით ● შაქრის ფხვნილი - მოსართავად მომზადება: დავამტვრიოთ წვრილ ნაწილებად ნამცხვარი, დავუმატოთ დამტვრეული თხილი, ნიგოზი და ნუში. ამასობაში გავადნოთ კარაქი და შოკოლადი, დავუმატოთ დამტვრეული ნამცხვარი, ნიგოზი, ნუში და თხილი, კარგად ამოვურიოთ და დავუმატოთ შაქარი და კაკაო, რის შემდეგაც დავუმატოთ შესქელებული რძე და ვურიოთ ადუღებამდე. მიღებული მასა მოვათავსოთ მოგრძო ფორმის პარკში (შესაძლებელია რაიმე ფორმის ჭურჭელიც). მიღებული "ძეხვი" გავაციოთ 3-4 საათი, გავათავისუფლოთ პარკისაგან, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, დავჭრათ და... გემრიელად მიირთვით 879 9-ს მოსწონს
|