x
image
კატაპულტი
ხუთი წლის ბავშვმა დედა-შვილი მანქანით გაიტანა
ხუთი წლის ბავშვმა დედა-შვილი მანქანით გაიტანა

უცნაური შემთხვევა მოხდა გერმანიის ქალაქ ფულდაში. 5 წლის პატარა ბიჭმა 32 წლის ქალსა და მის 2 წლის ვაჟს ავტომანქანა დააჯახა.საბედნიეროდ, ისინი მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ.შემთხვევა ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან მოხდა. მას შემდეგ, რაც დედამ თავისი 5 წლის ვაჟი საბავშვო ბაღიდან გამოიყვანა, ქალბატონს მეორე ბავშვის დედა გამოელაპარაკა.ამასობაში კი პატარა ბიჭუნა მანქანაში ჩაჯდა და თავისთვის მარტო ერთობოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვმა მანქანის გასაღები გადასწია, ავტომანქანა დაიძრა და 32 წლის ქალსა და თავის 2 წლის შვილს დაეჯახა.

საბედნიეროდ, ამის შემდეგ მანქანა ბორდიურმა შეაჩერა და სვლა აღარ განაგრძო.

საჭესთან მჯდომი ბავშვის დედამ გვერდზე გადახტომა მოასწრო და მანქანის შეჯახება თავიდან აირიდა.


ავარიის შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0