საზოგადოება ფოტორეპორტაჟი ყოველწლიური ფესტივალიდან «Tough Guy Challenge 2014» 2014, 30 იანვარი, 15:40 26 იანვარს ინგლისის პატარა ქალაქ ტელფორდში გაიმართა ყოველწლიური ფესტივალი ამტანობაზე და გამძლეობაზე «Tough Guy Challenge 2014». ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს ათასობით ადამიანი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. მისი ორგანიზატორების ერთადერთი მიზანია-შეაგროვონ ფული საქველმოქმედო მიზნებისათვის. "კონკურსი გადარჩენაზე"-როგორც მას უწოდებენ, ტარდება 1986 წლიდან და ითვლება ერთ-ერთ ურთულეს შეჯიბრებად მსოფლიოში. ფინიშამდე მონაწილეების მესამედიც კი ვერ აღწევს.
ოცამდე სხვადასხვა სახის ურთულესი ბარიერის გადალახვის დროს მონაწილეებმა შეიძლება მიიღონ სხეულის დაზიანებები, ჭრილობები, დამწვრობა და დენის დარტყმაც კი.
კარგი ფიზიკური მომზადების გარდა, ამ კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა გამბედაობა, ამტანობა და დიდი ნებისყოფა.
დისტანცია 12 კილომეტრი სიგრძისაა. მოყინული გზის, იანვრის ცივი ჰაერისა და რამოდენიმე ცეცხლოვანი წინაღობის გარდა, გარბენის მონაწილეებს მოუწიათ ეკლებიანი მავთულხლართების გადალახვა, რომლის სიგრძე 70 მეტრს აღწევდა, ტალახიანი ორმოების და მიწისქვეშა გვირაბების გავლა. «Tough Guy Challenge»-ის ორგანიზატორები ყოველწლიურად სულ ახალ-ახალ დაბრკოლებებს იგონებენ, რათა გარბენა კიდევ უფრო რთული გახადონ. სტარტის წინ ყოველი კონკურსანტი ხელს აწერს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ტრავმების მიღების შემთხვევაში არ ექნება არავითარი პრეტენზია. ფესტივალის არსებობის 20 წლის მანძილზე დაფიქსირებული იყო 20 ლეტალური შემთხვევა. «Tough Guy Challenge 2014»-ში მონაწილეობა მიიღო 5 000-ზე მეტმა გამბედავმა ადამიანმა. გთავაზობთ ფოტოსურათებს ამ ექსტრაარაორდინალური შეჯიბრებიდან. 17 9-ს მოსწონს
|