კინო ფილმ "ლოლის" ერთ-ერთი მთავარი გმირი ქართველია 2014, 30 იანვარი, 14:06 თინეიჯერების საყვარელი ფილმი "ლოლ" ახლა უფრო მეტად საყვარელი გახდება, როდესაც გაიგებთ, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ქართველია. ეს ადამიანი გიორგი აგიაშვილია, რომელიც ცნობილია, როგორც ჯორჯ ფინი . დიახ სურათზე გამოსახულ პიროვნებაზე გვაქვს საუბარი. გიორგის მოუწია ისეთ ცნობილ მსახიობებთან თამაში, როგორებიც არიან დემი მური და მაილი საირუსი. ახლა ის მუშაობს ფილმზე "Tbilisi, My City", რომლის გადაღებაც რა თქმა უნდა თბილისში მიმდინარეობს . ასე, რომ ადვილი შესაძლებელია სადმე გადააწყდეთ გიორგის. ორი წლის ასაკში იგი გადავიდა ატლანტაში და იქ იზრდებოდა. ის დაიბადა ისეთ ოჯახში, სადაც კინო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რელიგია. მან მიიღო პირველი როლი Volkswagen-ის რეკლამაში, როდესაც იყო სულ რაღაც 12 წლის. 780 7-ს მოსწონს
|