გია სურამელაშვილმა დაბადების დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
2014, 29 იანვარი, 18:38
გია სურამელაშვილი დარდიმანდული მუსიკის პოპულარული შემსრულებელია.90–იან წლებში მისი პოპულარობა განუსაზღვრელი იყო.ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებლის კონცერტები მის თაყვანისმცემლებს ვერ იტევდა.მომღერალი გამოირჩევა განსხვავებული ჩაცმის სტილითაც.მას მუდმივად ახლავს დაცვის წარმომადგენლები, ჰყავს პირადი სტილისტი, პირადი მძღოლი და ყველაფერი აქვს რაც ვარსკვლავს ჭირდება.რამდენჯერმე იფიქრა მან საზგვარგარეთ მოღვაწეობის გაგრძელება, მაგრამ სამუდამოდ საქართველოდან წასვლა ვერ შესძლო რადგან მისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ "მას აქ საყვარელი მსმენელი ჰყავს, რომელთა რაოდენობა ძალიან დიდია".ცოტა ხნის წინ კი ის მაყურებელმა პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" იხილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტში მან წარმატებას ვერ მიაღწია, მომღერალი მაინც კმაყოფილია, რადგა ამ პროექტის დახმარებით ბევრი მეგობარი შეიძინა.რამდენიმე დღის წინ გია სურამელაშვილმა დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, სადაც მოწვეული ჰყავდა ამ პროექტიდან მეგობრები და ასევე სხვა ცნობილი ადამიანები.გთავაზობთ დაბადების დღეზე გადაღებულ რამდენიმე ფოტოს.