x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კოკო გამსახურდია:"ხბოს აღტაცება",იგი თურქულ სერიალ "დიდებულ საუკუნეს" ეხმიანება

imageსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ისტორიკოსი და ირანისტი, პოლიტიკოსი, პარტია "თავისუფლების" დამფუძნებელი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია თურქულ სერიალებს ეხმაურება, კერძოდ მხატვრულ- ისტორიულ ფილმს "დიდებული საუკუნეს", რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით გადის და ათასობით ქართველი მაყურებელი(პირველ რიგში მანდილოსნები) ტელეკრანს მიაჯაჭვა.სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე კოკო გამსახურდიამ შემდეგი შინაარსის სტატუსი დადო:"სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს პოპულარულ სერიალს "დიდებული საუკუნე". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც სულეიმანი, არც ოთხ ზღვაზე გადაჭიმული იმპერიის სხვა მმართველები ცნობდნენ დამოუკიდებელ სამეფოს "საქართველოს" სახელით. მათთვის ეს ქვეყანა ხან თავიანთ ნაწილად მოიაზრებოდა, ხანაც მათი მტრის, ირანის ნაწილად. ისინი ერთმანეთს ხან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ, ხანაც დაზავდებოდნენ ხოლმე და შუაზე გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.image
ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა.

წინადადება მაქვს ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ მეორე". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას."image

0
136
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0