საზოგადოება მოხერხებული ჩინელი 2014, 28 იანვარი, 23:50 ნიუ-იორკში მცხოვრები ჩინელი თხოვნით მივიდა ერთ-ერთ ბანკში მისთვის სესხად მიეცათ 5000 დოლარი, თან მხოლოდ ორი კვირით.
გირაოს სახით მან ბანკს შესთავაზა თავისი მანქანა-სპორტული Ferrari, რომლის ფასიც 250 000 დოლარი იყო.
გავიდა ორი კვირა....
ორი კვირის შემდეგ ჩინელი დაპირებისამებრ ბანკში მივიდა და დააბრუნდა სესხად აღებული 5000 დოლარი პლიუს პროცენტი 15 დოლარი და 41 ცენტი. ამ საბანკო ოპერაციების შემდეგ მან მშვიდად დაიბრუნა თავისი სპორტული მანქანა. ბანკის თანამშრომელმა ვერ მოითმინა და ჰკითხა ჩინელს, თუ რა იყო მისი ასეთი მოქმედების მიზანი-აიღო სესხად ასეთი მცირე თანხა მცირე დროით ასეთი ძვირფასი მანქანის სანაცვლოდ, Ferrari -ის ბედნიერმა მფლობელმა მშვიდად უპასუხა, რომ ძნელია იპოვო ასეთი ექსკლუზიური მანქანის პარკირებისათვის ორი კვირით უფრო საიმედო ადგილი, ვიდრე ბანკია, თან სულ რაღაც 15 დოლარად. მან თქვა, რომ უკეთესი ხერხი მანქანის უსაფრთხოდ დატოვებისათვის მან უბრალოდ ვერ მოიფიქრა.
729 15-ს მოსწონს
|