საზოგადოება ყველაზე უცნაური და კურიოზული თვითმკვლელობები 2014, 28 იანვარი, 21:53 თვითმკვლელობა ძნელად თუ წარმოუდგენია ვინმეს კურიოზულ ამბად, მაგრამ არსებობს შემთხვევები, რომლებიც თავიანთი ტრაგიკულობის მიუხედავად სხვა ადამიანების სახეზე ღიმილს ან გაოცებას იწვევს.წარმოგიდგენთ რამდენიმეს: ფლორიციამ, ახალგაზრდა რუმინელმა ქალმა იმის გამო მოიკლა თავი ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, რომ თავის მომავალ მეუღლესთან საქორწინო სუფრის მენიუზე კამათი მოუვიდა. ინგლისის ქალაქ ლესტერში 61 წლის ლიფტიორმა შემდეგნაირად მოიკლა თავი:იგი ლიფტის შახტაზე ავიდა, თავზე თოკი მოიბა და დაელოდა ვიდრე ვინმე ლიფტს გამოიძახებდა.თავის მოკვლის მიზეზი კი უფრო ღიმილისმომგვრელი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მას სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვეს. 26 წლის ტაილანდელი ბიჭი მე-6 სართულიდან გადმოხტა თავის მოკვლის მიზნით მხოლოდ იმიტომ, რომ მას მისმა მეუღლემ უარი განუცხადა თავისი ორი მეგობარი გოგონა აეყვანა სახლში. უცნაური ფაქტი მოხდა მოსკოვში.ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა თავის ბინაში დაბრუნებისას ქურდი აღმოაჩინა და ჰკითხა მას, თუ რას აკეთებდა იქ, მან კი უპასუხა “არაფერს", აივნის კარი გამოაღო და მე-9 სართულიდან გადახტა. ალბათ გაგიკვირდებათ და თვითმკვლელობას მიმართა ერთ-ერთმა საკმაოდ შეძლებულმა ეგვიპტელმა ბიზნესმენმა.საქმე ისაა, რომ მას 35 ყოფილი, ასევე 4 მოქმედი მეუღლე და 26 შვილი უნდა უზრუნველეყო ფინანსურად, რაც ვერ შეძლო. 64 წლის იაპონელმა თავის მოსაკლავად იმდენი ტუალეტის ქაღალდი შეჭამა, სანამ სიცოცხლეს არ გამოესალმა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთს ჩაიფიქრებს ადამიანი და მეორე გამოსდის.ასე დაემართა 63 წლის ამერიკელს, რომელმაც თავის მოკვლა დაწვით განიზრახა, მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა, თუმცა ტკივილი იმდენად აუტანელი აღმოჩნდა, რომ ცეცხლის ჩასაქრობად მამაკაცი აუზში გადახტა, თუმცა ამ ცდელობისას იგი დაიხრჩო. 520 9-ს მოსწონს
|