x
image
მანჩო 777
როგორ შეუწყო ხელი ერთი პატარა გოგონას სიკვდილმა 60 000 ადამიანის გადარჩენას
2012 წლის მარტში ჩატარდა წყლის მსოფლიო ფორუმი, რომელზეც შეიკრიბა 20 000 ადამიანი მსოფლიოს 140 ქვეყნიდან. ფორუმზე ხშირად ისმოდა 9 წლის ამერიკელი გოგონას-რეიჩელ ბეკვისის სახელი. რეიჩელი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ამ გოგონას წყალობით დახმარება მიიღო ათიათასობით ადამიანმა, რომლებიც წყურვილითა და ეპიდემიებით იღუპებოდნენ. გაეროს მონაცემებით, პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები სასმელი წყლის უკმარისობით იტანჯება.

ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ სიეტლში, სადაც ცხოვრობდა პატარა რეიჩელი, ლექციის ჩასატარებლად ჩამოვიდა საქველმოქმედო ორგანიზაციის «Charity water»-ის ხელმძღვანელი სკოტ ჰარისონი. რეიჩელმა ნახა კადრები, სადაც ნაჩვენები იყო წყურვილით გატანჯული ათასობით ადამიანი. ისინი წყალს ბინძური გუბეებიდან და ჭაობებიდან სვამდნენ და შემდეგ ამ დაბინძურებული წყლით გამოწვეული ეპიდემიებით იღუპებოდნენ. გოგონამ გადაწყვიტა, დახმარებოდა ამ ადამიანებს, მაგრამ როგორ?

დედის დახმარებით რეიჩელმა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე შექმნა საკუთარი გვერდი, საიდანაც მიმართა ყველას, ვინც მას იცნობდა, რომ არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღეზე თოჯინები და ლამაზი კაბები, არამედ ეს თანხა ღატაკი ქვეყნების წყურვილით დატანჯული ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხათ. გოგონას უნდოდა, 300 დოლარი შეეგროვებინა, რომ 15 ბავშვს მაინც დახმარებოდა .


ამა ამბიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ სიეტლის გზატკეცილზე შემზარავი ავარია მოხდა-ერთმანეთს 20 ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მათგანში რეიჩელი იმყოფებოდა ოჯახთან ერთად.....გოგონა დაიღუპა.

მაგრამ ისტორიამ ბავშვის უკანასკნელი სურვილის შესახებ შემოიარა არამარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო და სულ რამოდენიმე დღეში მის სახელზე 100 000 დოლარი იყო შეგროვებული. "მერე 200 000, 300 000 დოლარი და შემდეგ უკვე აღარ გვესმოდა, რა ხდებოდა"-ყვებოდა ჰარისონი.

ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ს თხოვდნენ მშობლებს თანხა გადაერიცხათ რეიჩელის სახელზე.

საერთო ჯამში 1, 2 მილიონი დოლარი შეგროვდა, რაც 15 კი არა, 60 000 ადამიანის დასახმარებლად იყო საკმარისი.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ თავისი ხანოკლე სიცოცხლის მანძილზე რეიჩელმა ორჯერ გაიზარდა და შემდეგ შეიჭრა თმები, თავისი ნაწნავები კი კიბოთი დაავადებულ ბავშვებს გადასცა პარიკისათვის. ხოლო გოგონას სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოები დაავადებულ ბავშვებს გადაუნერგეს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი უმანკო სული, რეიჩელ!!!

image

6
192
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
192
  
2014, 28 იანვარი, 21:05
ასეთი ადამიანები ალბათ ბუნებრივად იბადებიან კეთილები და ქველმოქმედები. 9 წლის გოგონამ როგორ შეძლო ამხელა სიკეთის გაცემა, საოცარია. საბრალო პატარა, რა უდროოდ წავიდა ამქვეყნიდან:((((((
2014, 28 იანვარი, 21:02
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი წმინდა სული. სულ მბურძგნიდა რომ . ვკითხულობდი. ბავშმა რამხელა რამე გააკეთა და სიცოცხლე რომ დასცლოდა მერე კიდე რას გააკეთებდა
2014, 28 იანვარი, 13:07
კარგი სტატია და სამაგალითო ბავსვშვი არამარტო პატარებისტვის არამედ დიდებისთვისაც :)
2014, 28 იანვარი, 9:14
ამ სტატიას რომ ანლაიქს დაუწერ, რა ადამიანი უნდა იყო?:(
2014, 27 იანვარი, 23:22
უცრემლებოდ ვერ შევძელი ამის დაწერა, კარგად წავუტირე:(((((
2014, 27 იანვარი, 23:20
ასეც ხდება, ღვთის მადლით რჩეული რომ იბადება ადამიანი, აბა ყველას არსებობას აქვს აზრი? (არავის ვაყენებ პირად შეურაცყოფას) ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარას სული.
0 1 6