საზოგადოება ცნობილი ადამიანების უცნობი დაავადებები 2014, 26 იანვარი, 16:56 ალბათ, ბევრმა არც კი იცის თუ რა ავადმყოფობები აწუხებთ საზოგადოებისათვის ძალზედ ცნობილ ადამიანებს.წარმოგიდგენთ რამდენიმეს:
ცნობილი რეპერი ქალი, მისი ელიოტი იტანჯება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებით, რომლის სიმპტომებია მხედველობის პრობლემები, დაღლილობა, შესაძლოა გამოიწვიოს ჩიყვით დაავადებაც.აღნიშნული ავადმყოფობა განუკურნებელია, თუმცა წამლების მეშვეობით შესაძლებელია ცხოვრებისა და სიმპტომების გაიოლება. მაიკლ ჯეი ფოქსი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ადამიანია, ვინც პარკინსონის დაავადებით ავადმყოფობს.მას შემდეგ, რაც მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჯარო გახდა, მან დააფუძნა პარკინსონის დაავადების კვლევის ფონდი. ცნობილი კალათბურთელი ირვინ “მეჯიქ" ჯონსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავისი აივ-შიდსით დაავადება საჯაროდ განაცხადა.1991 წელს მან შიდსთან ბრძოლის მხარდასაჭერად დააარსა მეჯიქ ჯონსონის ფონდი. ერთი შეხედვით, კიმ კარდაშიანის კანი სრულიად უნაკლოა, მაგრამ იგი ფსორიაზითაა დაავადებული. პამელა ანდერსონი კი C-ჰეპატიტითაა დაავადებული.აღნიშნული 2002 წელს გახდა ცნობილი. ოზი და შერონ ოზბორნების შვილი, ჯეკ ოზბორნი გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული.ეს 2012 წლის ივნისში გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მას 60%-ით დააკლდა მარჯვენა თვალში მხედველობა. 597 6-ს მოსწონს
|