კონგოს რესპუბლიკაში, კერძოდ მის დედაქალაქ ბრაზავილში არსებობს ერთი საინტერესო ორგანიზაცია, რომელსაც SAPE ჰქვია. აბრევიატურა ასე იშიფრება: "ელეგანტური ადამიანების საზოგადოება". მას მოქმედება ომის რთულ წლებშიც კი არ შეუწყვეტია.

მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში კონგოში ფრანგები შემოვიდნენ, ადგილობრივმა ახალგაზრდობამ, რომელიც ჩამოსულებს ემსახურებოდა, გაიგო, რა იყო მოდურად და ელეგანტურად ჩაცმა.
1922 წელს საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა თავისუფლებისათვის მებრძოლი იდეებით ცნობილი კონგოელი ანდრე გრენარდ მატსოია(Andrè Grenard Matsoua). ის იყო პირველი კონგოელი, ვინც პარიზი მოინახულა და უკან დაბრუნდა. ანდრე თავისი ჩაცმულობით ნამდვილ "მონსენიორს "ჰგავდა და ის თანამემულეებმა აღფრთოვანებით მიიღეს.

დღეს SAPE-ის საზოგადოების წევრები თავს ხელოვანებად თვლიან, მათ პატივს სცემენ და ისინი საზოგადოების აღტაცებას იმსახურებენ.

"SAPE-ესაა ხელოვნება, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმასთან, თუ რამდენი ფული აქვს ადამიანს. ეს არის ცოდნა იმისა, თუ როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას ფერთა შეხამებაში
"-თვლიან საზოგადოების წევრები.

ამ დრეს-კოდის ჩარჩოებში მიესალმებიან ტანსაცმლის საკუთარი ხელით შეკერვას, აქსესუარების სწორად შერჩევას და მისწრაფებას იყო ერთადერთი და გამორჩეული.

SAPE-ის წევრები თავიანთი ელეგანტური ტანსაცმლით და გამორჩეული სტილით ცოტაოდენ მიმზიდველს და სახალისოს ხდიან აქაურ რთულ და მრუმე ყოფა-ცხოვრებას.

საზოგადოების წევრებიდან ყველას აქვს მანერების უნიკალური სტილი, რაც მას სხვებისაგან გამოარჩევს.

ელეგენტურობა- მათი ხასიათის და ინდივიდუალიზმის ერთადერთი გამოვლინება არაა, ყველა ისინი ჯენლტმენები და პაციფისტები არიან.

ყოველ გამოსასვლელ დღეებში საზოგადოების წევრები, რომელთა უმეტესობას სახალისო ზედმეტსახელები აქვთ, ერთად იკრიბებიან ბარებში და დიკოთეკებზე, აწყობენ პარადს ქუჩებში, სადაც ბავშვების აღტაცებულ მზერას და გამვლელების აპლოდისმენტებს იმსახურებენ.

ეს იმპროვიზებული პარადები უპირველეს ყოვლისა იმის იმედს გამოხატავენ, რომ მალე მშვიდობა, კეთილდღეობა და ელეგანტურობა გახდება ქვეყნის ცხოვრების წესი.









