x
image
t.x.
"ველური" მოზარდი 13 ბიჭზე ძალადობისთვის დააპატიმრეს

imageპარასკევს 13 მოზარდი ბიჭის გაუპატიურებისთვის 18 წლით დააპატიმრეს ახალგაზრდა, რომელმაც ყველას თვალში შეფასება-"ველური" დაიმსახურა. კრისტოფერ მანჩინი პირველ 10 წელს გაატარებს ციხეში, სადაც იზოლირებული იქნება ბავშვებისა და მოზარდებისაგან, რადგან მას ბრალად 13 ბავშვზე თავდასხმა ედება. მას აგრეთვე აკრძალული აქვს ყველანაირი შეხება ინტერნეტთან. პოლიცია მოუწოდებდა ყველას, ვინც რამე იცოდა საქმის თაობაზე, ეცნობებინა მათთვის.

მას ბრალად დასდეს 34 დანაშაული სექსუალურ ნიადაგზე, აქედან 24 არის ისეთი, როცა ხდება გამოწვევა ან პროვოცირება სექსუალური აქტივობის, ხუთი სექსუალური ძალადობის, ოთხი - ბავშვებისთვის უხამსი გამოსახულებების ჩვენებისთვის, ერთი გაუპატიურებისთვის.

19 წლის მანჩინი კასეკსში, ჰარსტპიერპოინტში ცხოვრობს. მის საქმეს ლუისში სამეფო სასამართლო იხილავდა. 10-მა დაზარალებულმა ბიჭმა ჩვენება მისცა მის წინააღმდეგ. ექვს დანაშაულში მონაწილეობდა სამი ბიჭი დიდი ბრიტანეთის სხვა რაიონებიდან და ინტერნეტით განხორციელდა. ყველა დანარჩენი კასექსში მოხდა და მანჩინი ბავშვებს უშუალოდ იცნობდა.

მთავარმა ინსპექტორმა დეივ უორდლიმ განაცხადა, რომ მანჩინი ექსპლუატაციას უწევდა ახალგაზრდა დაუცველ ბიჭებს. თავისი სხვადასხვა დანაშაული 14-დან 18 წლამდე ჩაიდინა.

მანჩინის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციამ პირველად 2012 წელს გაჟონა. პოლიცია აქტიურად დაინტერესდა მისით, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო ვერ აპატიმრებდნენ. ვარაუდობენ, რომ შეიძლება ჯერ კიდევ იყოს მის მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაული, რომელიც არ არის ცნობილი, რადგან დაზარალებულ ბავშვებს უჭირთ ამ თემაზე ჩვენებების მიცემა.

0
82
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0