x
image
კატაპულტი
რატომ უნდა მოაშორონ ნელსონ მანდელას ყურიდან კურდღელი
ნელსონ მანდელას ქანდაკება პრეტორიაშინელსონ მანდელას გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის წინ სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში ექს-პრეზიდენტის 9 მეტრიანი ბრინჯაოს ქანადაკება დაიდგა.ახლა კი დავა მიმდინარეობს იმის თაობაზე, უნდა იყოს თუ არა მანდელას მარჯვენა ყურზე კურდღელი.ძეგლის ასეთი ფორმა ნამდვილად უცნაურია, მაგრამ მოქანდაკეებმა ის სპეციალურად შექმნეს.როგორც გაზეთი “ფანტასტიკა" იუწყება, ეს არის ერთგვარი მითითება.საქმე იმაშია, რომ მოქანდაკეებმა ძეგლი ძალზედ მოკლე დროში შექმნეს.სიტყვა “Haas" კი აფრიკულად ნიშნავს როგორც კურდღელს, ასევე დაჩქარებას.

გარდა ამისა, ძეგლის შემქმნელებს ჰქონდათ უფლება, ქანადაკებაზე თავიანთი ხელწერა დაეტოვებინათ, ხელოვანთა გადაწყვეტილება კი სწორედ კურდღლის შექმნა იყო მანდელას მარჯვენა ყურზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კურდღლის ზომა იმდენად პატარაა, რომ ქანდაკებაზე მისი შენიშვნა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება მოქანდაკეების მანდელას ყურიდან კურდღლის მოცილებას ითხოვს.მათი განცხადებით, იგი არღვევს ძეგლის მნიშვნელობას.


გაურკვეველია, როგორ მოხდება ხარვეზის გამოსწორება ძეგლის დაუზიანებლად, რომლის ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს.

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0