x
image
კატაპულტი
8 წლის ბავშვმა თავისი ოჯახი ხანძრიდან გამოიყვანა,თავად კი დაიღუპა
image














აშშ-ის ქალაქი პენფილდი 8 წლის გმირს გლოვობს. პატარა ტაილერმა თავისი ექვსი ნათესავი გადაარჩინა სიკვდილს, ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა ისინი და შემდეგ დაიღუპა, როდესაც კიდევ ცდილობდა სხვა ადამიანების გადარჩენას.

როგორც აშშ-ის მედია იუწყება, ბიჭუნა სტუმრად იმყოფებოდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ პენფილდში ნათესავებთან და ღამით, როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა, მან თავისი სიცოცხლის ფასად რამდენიმე ადამაიანი გადაარჩინა, გააღვიძა ისინი, გარეთ გამოიყვანა, შემდეგ კი უკან შებრუნდა ინვალიდი ბიძის ცეცხლიდან გამოსაყვანად. 8 წლის გაბედული ბიჭი სწორედ ამ დროს დაიღუპა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძარი სახლის უკანა ნაწილში გაჩნდა, სადაც ბიჭის ბაბუა იმყოფებოდა, იგი მაშინვე დაიღუპა.პატარა ბავშვის გამბედაობამ კი ყველა გაოცებული დატოვა და მას გმირად მოიხსენიებენ.მართლაც უჩვეულო საქციელია 8 წლის ბიჭუნასგან, მაშინ, როდესაც ალბათ, ბევრი ზრდასრული ადამიანი ვერ გაიმეტებდა საკუთარ სიცოცხლეს მსგავს სიტუაციაში.


ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.სახანძრო სამსახურის ვარაუდით, ცეცხლის გაჩენა გაუფრთხილებლობით მოხდა.

პენფილდი კი 8 წლის გმირს ემშვიდობება.

2
143
8-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
143
  
2014, 23 იანვარი, 23:21
იშვიათი ბავშვი ყოფილა:(
2014, 23 იანვარი, 23:13
საბრალო:(
0 1 2